აშშ-მ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების განკარგულებას მოაწერა ხელი.
ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სანქციები ამერიკის არჩევნებში შესაძლო ჩარევასა და მავნე კიბერაქტივობასთან დაკავშირებით წესდება, რაც 30-მდე ორგანიზაციას ეხება და გარდა ამისა, ითვალისწინებს შეერთებული შტატებიდან 10 რუსი ჩინოვნიკის გაძევებას.
ბაიდენის ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ შეერთებულ შტატებს სურს რუსეთთან სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა.

"ჩვენ ასევე ნათლად დაგვიფიქსირებია, რომ ყოველთვის დავიცავთ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს და დავაკისრებთ რუსეთის მთავრობის პასუხისმგებლობას იმ ქმედებებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს ჩვენთვის ზიანის მოყენებას", - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.