ზელენსკი - დროა უკრაინამ და საქართველომ ნატოს MAP-ის მიღებაზე კონკრეტული წინადადებები მიიღონ
“სავსებით ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს, რომ დროა უკრაინამ და საქართველომ ნატოს MAP-ის მიღებისა და ევროკავშირში გაწევრიანების გეგმის შესახებ კონკრეტული წინადადებები მიიღონ"- წერს უკრაინის პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველო-უკრაინის პრეზიდენტებმა ტელეფონით დღეს ისაუბრეს. ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა უკრაინას სოლიდარობა გამოუცხადა