Babajana LOGO

დაპირისპირება კობახიძე-გახარიას შორის-"ოცნებაში" გავლენების გადანაწილება დაიწყო

12 იანვარს 2021 12:13ნახვები 648წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
ბიძინა ივანიშვილის გარეშე დარჩენილ ქართულ ოცნებაში გავლენების გადანაწილება დაიწყო.
მმართველი გუნდის ყოფილი წევრების ინფორმაციით, დაპირისპირებას ირაკლი კობახიძესა და გიორგი გახარიას შორის ივანიშვილი ანეიტრალებდა, თუმცა მისი წასვლის შემდეგ კონფლიქტი მწვავდება. 
ცვლილებები სავარაუდოდ გაზაფხულიდან დაიწყება და პარტიას ივანიშვილის შემდეგ, მასთან ერთად, 2012 წელს პოლიტიკაში მოსული და კობახიძესთან დაპირისპირებული ადამიანებიც დატოვებენ.
კულუარული ინფორმაციით თანამდებობას დატოვებს პრემიერი გახარიაც. სავარაუდოა, რომ მასთან ერთად, გუნდს ვანო ჩხარტიშვილის კადრებიც დატოვებენ.
პარალელურად კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ პრემიერობის სურვილი კახა კალაძეს აქვს:
რომ არა ივანიშვილი შეიძლება ფიზიკურად დაპირისპირებოდნენ მას (ირაკლი კობახიძე) და ახლა ვინ არის შემაკავებელი. დაშლის პროცესი გარდაუვალია... კალაძეს ექნება ამბიციები, კობახიძე მას ვერასდროს ვერ შეუქმნის პრობლემას - ამბობს ეკა ბესელია.
"ქართული ოცნების" კიდევ ერთი ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე კი თვლის რომ ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძე პარტიის "მესაფლავედ" დატოვა და ამით მისივე შექმნილ პოლიტიკურ გაერთიანებას განაჩენი გამოუტანა. ჭიჭინაძე ამბობს რომ ამ ყველაფერს თავის მიზეზი აქვს:
ივანიშვილმა კობახიძის დანიშვნით განაჩენი გამოუტანა ქართულ ოცნებას. მას უნდა რომ ის გააქროს და გაანადგუროს, იმიტომ რომ სანამ იქნება ქართულ ოცნების ხსენება, მანამდე იქნება ივანიშვილს ლანძღვა -ამბობს ჭიჭინაძე.
დაპირისპირებას, გავლენების გადანაწილებას და მოსალოდნელ ცვლილებებს ტრადიციულად უარყოფენ ქართულ ოცნებაში. დეპუტატი დავითულიანი, რომელიც კალაძის გუნდის წევრად მოიაზრება იმასაც ამბობს, რომ დედაქალაქის მერს პრემიერობის სურვილი არ გამოუთქვამს, ხოლო ირაკლი კობახიძე "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ სრული კონსესუსით შეარჩიეს.
"მშვიდობაა, დამშვიდდით თქვენც... მე ძალიან კმაყოფილი ვარ... ახალი სიზმარი ნახეთ?"- ასეთ პასუხს კი დასმულ კითხვებზე დიმიტრი ხუნდაძე იძლევა და ყველანაირ დაპირისპირებას გამორიცხავს.
ირაკლი კობახიძეს "ქართული ოცნების" პარტიის თავმჯდომარედ 16 იანვარს, პარტიის ყრილობაზე დაამტკიცებენ. ყრილობაზევე აირჩევა პოლიტსაბჭოს 21 წევრი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals