კარასინი: შესაძლოა თბილისში მინისტერიალზე სერგეი ლავროვი არ ჩავიდეს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი სავარაუდოდ არ დაესწრება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომას, რომელიც, მაისში თბილისშია დაგეგმილი - აღნიშნა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ქრონიკაში“ რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრმა გრიგორი კარასინმა. მისი თქმით, ამის მიზეზია ის, რომ საქართველოში საზოგადოება და ოპოზიცია აღელვებულია: გრიგორი კარასინმა ტელეკომპანია „იმედს“ უთხრა, რომ რუსეთის დელეგაცია მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებეს, თუმცა ვინ შევა დელეგაციის შემადგენლობაში ჯერ უცნობია. იგი ვარაუდობს, რომ ეს შეიძლება იყოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ან რუსეთის ელჩი ევროპის საბჭოში.
„დაველოდოთ და ვნახავთ, თუ რა იქნება. მე სერგეი ლავროვის ნაცვლად ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, მაგრამ ვფიქრობ, რომ რუსეთის წარმომადგენელთა დონე მინისტერიალზე სხვა იქნება. ამის მიზეზია პირველ რიგში ის, რომ ასეთი აღელვებულია თქვენი საზოგადოება და არის რაღაც, რაც დასაფიქრებელია. თქვენი ოპოზიციაც ღელავს და სხვათა შორის, ხელს უშლის სხვა პრაქტიკული საკითხების გადაჭრასაც, მაგრამ ამაზე ახლა აღარ გვინდა. ეს უკვე ფილოსოფიაა. მე სენატორი ვარ და ნებისმიერი რამ შემიძლია ვიფიქრო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მინისტერიალში მონაწილეობას მივიღებთ და მონაწილეთა დონე განისაზღვრება მოგვიანებით“, - განაცხადა გრიგორი კარასინმა განაცხადა.
14-15 მაისს, საქართველომ ევროსაბჭოს მინისტერიალს უნდა უმასპინძლოს, როგორც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანამ.
მინისტერიალში ტრადიციულად, მონაწილეობენ საგარეო საქმეთა მინისტრები. საქართველოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის სავარაუდო ვიზიტს აპროტესტებენ სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი