21/02/202 114 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

აშშ-ის დაზვერვა მომავალ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ კონგრესმენებს აფრთხილებს

რამდენიმე ამერიკული გავლენიანი მედიაგამოცემის ცნობით, რუსეთი კვლავ ეხმარება დონალდ ტრამპს გაიმარჯვოს მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებში. CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის სადაზვერვო სამსახურიდან წყარომ მედიასთან განაცხადა, რომ რუსეთი უკვე ჩართულია საარჩევნო პროცესში და ცდილობს მხარი დაუჭიროს დონალდ ტრამპის გამარჯვებას.
რუსულ ჩარევაზე ამერიკის არჩევნებში წერს New York Times, რომლის ინფორმაციითაც, აღნიშნული თემა აშშ-ის სადაზვერვო სამსახურმა კონგრესმენებთან დახურულ შეხვედრაზე განიხილა, რამაც პრეზიდენტ ტრამპის გაღიზიანება გამოიწვია. სწორედ ამ ფაქტს უკავშირებს გამოცემა ეროვნულ სადაზვერვო სამსახურში განხორციელებულ ცვლილებებს.
New York Times-ის წყაროები აღნიშნავენ, რომ ტრამპის განსაკუთრებული შეშფოთება შეხვედრაზე დემოკრატების ყოფნამ გამოიწვია, განსაკუთრებით კი სენატორ ადამ შიფის დასწრებამ, რომელიც იმპიჩმენტის ერთ-ერთი ინიციატორი იყო.
შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის დაზვერვის სამსახურის მოქმედი დირექტორის თანამდებობაზე გერმანიაში აშშ-ს ელჩი რიჩარდ გრენელი წარადგინა, რომელსაც მედიის ცნობით, ტრამპის მიმართ ძალიან ლოიალური დამოკიდებულება გააჩნია.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 100

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 100

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 20

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY