Babajana LOGO

აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს დაუჭირა მხარი, რომელშიც საქართველოს ოკუპაციაზეა საუბარი

19 დეკემბერს 2019 13:21ნახვები 597წყარო: ფოტო:
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭირა. სანქციები სახელწოდებით „ამერიკის უსაფრთხოების კრემლის აგრესიისგან დაცვის აქტი 2019“ 17 ხმით 5-ის წინააღმდეგ მიიღეს. კანონპროექტის მიხედვით, პოლიტიკური, დიპლომატიური და ეკონომიკური ზეწოლა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ მნიშვნელოვნად იზრდება. დოკუმენტი, რომელსაც მხარი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა დაუჭირა, მოუწოდებს ამერიკის პრეზიდენტს, საჯაროდ მოუწოდოს რუსეთის ფედერაციას დააბრუნოს ყირიმი უკრაინის მთავრობის კონტროლის ქვეშ, დაასრულოს აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობის მხარდაჭერა, დაასრულოს ოკუპაცია და პრორუსული ძალების მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაში, შეწყვიტოს სირიაში ბაშარ ალ ასადის ბრუტალური რეჟიმის მხარდაჭერა.
მიუხედევად კომიტეტის მხარდაჭერისა, დოკუმენტი ჯერ სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უნდა დაამტკიცოს, ხოლო შემდგომ მას ხელი ამერიკის პრეზიდენტმა მოაწეროს.
შეგახსენებთ, აქტს, რამდენიმე დღის წინ რესპუბლიკელმა სენატორმა, ლინდსი გრეჰემმა „ჯოჯოხეთური სანქციები“ უწოდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania