თბილისში ცოტნე გამსახურდია დაჭრეს
თბილისში, ცოტნე გამსახურდია დაჭრეს. ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში დაუდასტურეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 19-108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდია საავადმყოფოში არის გადაყვანილი.