Babajana LOGO

"გვექნება ძალიან თამამი დაპირებები" - კობახიძე "ოცნების" საარჩევნო პროგრამაზე

06 ივლისს 2020 10:27ნახვები 595წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
იმედი მაქვს, ივლისის შუა რიცხვებში 30-ვე მაჟორიტარი მთელი ქვეყნის მასშტაბით დასახელდება – აცხადებს ირაკლი კობახიძე მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატებზე საუბრისას. კობახიძის თქმით, "ქართული ოცნება" თბილისსა და რეგიონებში შერჩევის პროცესს უახლოეს დღეებში დაასრულებს. 
"რა თქმა უნდა, იქნებიან ისეთი პოლიტიკოსები, რომლებიც უკვე დიდი ხანია, არიან გუნდში, მაგრამ ასევე საკმაოდ ჭარბად იქნებიან წარმოდგენილი ახალი სახეებიც“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 
რაც შეეხება საარჩევნო პროგრამას, კობახიძე ამბობს, რომ ისიც მზადების პროცესშია და მუშაობა თვის ბოლოსკენ დასრულდება. გარდა ამისა, კობახიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნების" ყველა წინასაარჩევნო პროგრამა პოზიტიური იყო, ხოლო ოპოზიციის ნეგატიური.
"პროგრამა არის მზადების პროცესში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება ძალიან თამამი და მეორე მხრივ რეალისტური დაპირებები, როგორც ეკონომიკის კუთხით, ასევე სოციალური, საგარეო პოლიტიკის კუთხით. პროგრამა მომზადდება თვის ბოლომდე და ამის თაობაზე დეტალურად გექნებათ ინფორმაცია“ – ამბობს ირაკლი კობახიძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania