Babajana LOGO

ევროკავშირმა კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატ „რემდესივირის“ გამოყენებაზე ოფიციალური ნებართვა გასცა

03 ივლისს 2020 15:56ნახვები 532წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ევროკავშირმა კორონავირუსის სამკურნალოდ პრეპარატ „რემდესივირის“ გამოყენებაზე ოფიციალური ნებართვა გასცა. ამ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კვლევებით დადასტურდა, რომ „რემდესივირი“ ინფიცირებულ პაციენტებს გამოჯანმრთელებაში ეხმარება და სიკვდილიანობას მნიშვნელოვნად ამცირებს. აღსანიშნავია, რომ პრეპარატს კომპანია „გილეადი“ აწარმოებს. კორონავირუსის წინააღმდეგ „რემდესივირის“ გამოყენება უკვე ნებადართული გახდა რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში.
1-ელ ივლისს ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ პრეპარატ „რემდესივირის“ 500 000 დოზა შეიძინა. მათ კომპანია „გილეადთან“ კონტრაქტი უკვე გააფორმეს, რის შედეგადაც ივლისში კომპანიის მიერ წარმოებული პრეპარატის 100%-ს აშშ-ში გამოიყენებენ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
MAX Chania