03/07/201 040 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

არჩილ თალაკვაძე - ბიძინა ივანიშვილი ლეგიტიმურადაა ჩართული პოლიტიკურ პროცესში როგორც პარტიის თავმჯდომარე

ბიძინა ივანიშვილი ლეგიტიმურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში, ოპოზიცია ცდილობს მუდმივ სპეკულირებას - წარსულში ამბობდნენ, რატომ მონაწილეობს, დღეს ამბობენ, რატომ არ მონაწილეობს, ეს არის პოლიტიკური თვალთმაქცობა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ კონგრესმენ მარკუენ მალინის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანას მართავენ ინსტიტუტები და ის საჯარო პოლიტიკური პირები, ვინც თანამდებობებზე სახელმწიფო სამსახურში იმყოფებიან.
„ბოლო რამდენიმე თვემ კიდევ ერთხელ დაანახა ჩვენს საზოგადოებას და პარტნიორებს, რომ საქართველოს აქვს დემოკრატიული მმართველობის სისტემა. ქვეყანას მართავენ ინსტიტუტები და ის საჯარო პოლიტიკური პირები, ვინც თანამდებობებზე სახელმწიფო სამსახურში იმყოფებიან. რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილსბიძინა ივანიშვილი ლეგიტიმურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესში როგორც პარტიის თავმჯდომარე, ისევე როგორც ევროპაში სხვა მმართველი პოლიტიკური პარტიების თავმჯდომარეები. ასე რომ, აქ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ოპოზიცია და განსაკუთრებით ძველი ოპოზიცია, ცდილობს მუდმივ სპეკულირებას, წარსულში ამბობდნენ რომ რატომ მონაწილეობს, დღეს ამბობენ, რატომ არ მონაწილეობს, ეს არის პოლიტიკური თვალთმაქცობა და ამას ჩვენ ვპასუხობთ საქმით”,- განაცხადა არჩილ თალაკვაძე.
ცნობისთვის, გამოცემა The Hill -ში გამოქვეყნებულ კონგრესმენ მარკუენ მალინის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბიძინა ივანიშვილი არაფორმალური მმართველი და ვლადიმერ პუტინის მოკავშირეა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 0

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 0

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 40

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 60

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 0

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY