Babajana LOGO

გიორგი ვაშაძე - უმრავლესობის თითოეულ დეპუტატს, რომელიც პარლამენტში შედის, უნდა რცხვენოდეს

03 თებერვალს 2020 13:15ნახვები 289წყარო: ipn.geფოტო: radiotavisupleba.ge
გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, ხვალ, 4 თებერვალს, პარლამენტთან „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა 10:00 საათზე დაიწყება. როგორც ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ე.წ. სირცხვილის კორიდორი 13:00 საათამდე გაგრძელდება და განსხვავებული იქნება, რადგან არ მოხდება გზის გადაკეტვა.
„ხვალ, 10:00 საათზე პარლამენტთან ვიკრიბებით ყველა, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები, ასევე სრული კოორდინაცია გვაქვს ახალგაზრდებთან. გვექნება „სირცხვილის კორიდორი“ განსხვავებული ფორმით, ვიდრე აქამდე იყო - არ დავიწყებთ წინააღმდეგობას მანქანების გადაადგილების, მაგრამ უმრავლესობის თითოეულმა დეპუტატმა, ვინც პარლამენტში შედის, უნდა იცოდეს, რომ უნდა რცხვენოდეს, რადგან არიან ჩვეულებრივი ლაქიები. ჩვენმა მშვიდობიანმა პროტესტმა სრული მხარდაჭერა მოიპოვა საერთაშორისო ასპარეზზე იმიტომ, რომ არც ერთხელ ჩვენ კანონი არ დაგვირღვევია და რაც მთავარია, სიმართლე ჩვენს მხარესაა. ერთი რამ მინდა ვუთხრა "ქართულ ოცნებას" - ჩვენ უკან არ დავიხევთ და ვიბრძვით, რადგან გვიყვარს ჩვენი სამშობლო. თქვენ, როგორც ბოროტების წყარო, წელს აუცილებლად ჩამოშორდებით ქვეყნის მართვას. მოგიწევთ კომპრომისზე წასვლა და საზოგადოების აზრის გათვალისწინება. ვის ეშინია თქვენი, ლაჩრებო?“, - აღნიშნა ვაშაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania