Babajana LOGO

მამაკაცი, რომელმაც ვარკეთილში რამდენჯერმე უმისამართო გასროლა განახორციელა, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების შემდეგ, პოლიციას ჩაბარდა

05 ივნისს 2020 08:51ნახვები 635წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, მამაკაცი, რომელიც ვარკეთილში, რამდენიმე საათის განმავლობაში საკუთარ საცხოვრებელ ბინაში იყო ჩაკეტილი და რომელმაც რამდენჯერმე უმისამართო გასროლა განახორციელა, მოლაპარაკებების შემდეგ სამართალდამცავებს ჩაბარდა.
ვაჟა სირაძის განცხადებით, მამაკაცს ამ წუთას სამედიცინო დახმარება უტარდება.
„მოლაპარაკებების შედეგად აღნიშნულმა პიროვნებამ საცხოვრებელი სახლი დატოვა, ჩაგვბარდა, ჩვენთან არის, უსაფრთხოდ არის. არავინ დაშავებულა ღონისძიების შედეგად. ამ ეტაპისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარება უტარდება", - განაცხადა სირაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania