05/06/201 275 ნახვა წყარო: accentnews.geფოტო: accentnews.ge

თბილისმა ერევანს COVID-19–ის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება შესთავაზა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ ზოჰრაბ მნაცაკანიანთან სატელეფონო საუბარი გამართა,– იუწყება საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების პრეს–სამსახური. მისივე ცნობით, საუბრისას მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს განახლებული ინფორმაცია ახალი კორონავირუსის გავრცელების არსებული მდგომარეობისა და იმ ქმედებების შესახებ, რომლებსაც მთავრობები მიმართავენ ვირუსის შემდგომი გავრცელების პრევენციისთვის. ამინისტრის განცხადების თანახმად, დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელით კიდევ ერთხელ შესთავაზა სომხურ მხარეს, საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერ დროს აღმოუჩინოს დახმარება კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში. ზოჰრაბ მნაცაკანიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის სახელით გამოხატა მადლიერება დახმარების შეთავაზების თაობაზე და აღნიშნა, რომ ძალზედ აფასებს ქართველი ხალხის თანადგომასა და მხარდაჭერას ამ რთული გამოწვევის დროს. მინისტრები შეთანხმდნენ, რომ სომხეთისთვის დახმარების გაწევის საკითხზე საჭიროებისამებრ გააგრძელებენ აქტიურად კომუნიკაციას, მათ შორის შესაბამისი დარგობრივი უწყებების აქტიური ჩართულობით. საუბრისას მხარეებმა ასევე გაცვალეს ინფორმაციები უსაფრთხოების საკითხებზე და აღინიშნა, რომ პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს რეგიონული და გლობალური უსაფრთხოება.
საუბარი შეეხო ასევე ორმხრივ და მრავალმხრივ, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებს.
აღინიშნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატის განსაკუთრებული მნიშვნელობა მასში ჩართული ქვეყნებისთვის და მინისტრებმა ასევე გაცვალეს ინფორმაცია მოახლოებული მინისტერიალის შესახებ. მინისტრებმა გამოთქვეს იმედი, რომ პანდემიის დასრულების შემდგომ, ახლო მომავალში, შესაძლებელი გახდება მაღალი დონის ვიზიტების განხორციელება. ზოჰრაბ მნაცაკანიანმა დავით ზლკალიანი სომხეთში ვიზიტით მიიწვია.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY