Babajana LOGO

ნიუ-იორკის შტატში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 84 ადამიანი დაიღუპა, რაც მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

24 მაისს 2020 03:59ნახვები 629წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
ბოლო 24 საათის განმავლობაში ნიუ-იორკის შტატში კორონავირუსს 84 ადამიანი ემსხვერპლა, რაც მარტის შუა რიცხვების შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
შტატის გუბერნატორის, ენრიუ კუომოს განცხადებით, ნიო-იორკში კორონავირუსის შემთხვევები მნიშვნელოვნად შემცირდა და ქალაქის ჩდილოეთ ნაწილში მდებარე მიდ-ჰადსონის ზონა 26 მაისიდან გაიხსნება.
შეგახსენებთ, აშშ კორონავირუსის შემთხვევებისა და გარდაცვალების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზეა. ქვეყანაში კორონავირუსის 1.6 მილიონზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 98 000-ზე მეტი ადამიანი კი ემსხვერპლა. კორონავირუსმა ყველაზე მეტად ნიუ-იორკის შტატი დააზარალა, სადაც სულ მცირე 360 000 ადამიანი დაინფიცირდა, 29 000-ზე მეტი კი დაიღუპა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

CDL Truck Drivers Needed
Steve
Gzavnili
MAX Chania
Levan Natalishvili Law Office