Babajana LOGO

იტალიის პრემიერის განცხადებით, თუ ე.წ. მწვანე დერეფნების ინიციატივა ძალაში შევა, ქვეყანა ევროკავშირს დატოვებს

14 მაისს 2020 15:56ნახვები 1 099წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე აცხადებს, რომ თუ ე.წ მწვანე დერეფნების ინიციატივა ძალაში შევა, იტალია ევროკავშირს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ე.წ ტურიზმის მწვანე დერეფანი გულისხმობს, რომ გარკვეულ ქვეყნებს, რომელთაც კორონავირუსის შემთხვევების დაბალი მაჩვენებელი აქვთ, საშუალება ექნებათ ტურიზმი აღადგინონ, ვიდრე საზღვრები სრულიად გაიხსნება.
"ჩვენ არ მივიღებთ შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირში პრივილეგირებულ ტურისტულ გზებს ქმნის" , - განაცხადა კონტემ და დასძინა, "ან ჩვენ გავალთ ევროკავშირიდან. ამას არასდროს დავუშვებთ".
იტალიის პრემიერის თქმით, მან ევროკომისიის პრეზიდენტს უკვე უთხრა, რომ ე.წ დერეფნები ევროკავშირის ერთიანი ბაზრის განადგურებას ნიშნავს.
არსებული შეფასებით, კორონავირუსის გამო, იტალიაში ტურისტულ სექტორში დანაკარგი დაახლოებით 120 მილიარდი ევრო (130 მილიარდი აშშ დოლარი) იქნება წლის ბოლოსთვის.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania