15/05/201 038 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევიდან, ერთი მედპერსონალია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 19 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათ შორის ერთ-ერთი მედპერსონალია. როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 19-დან 17 ბოლნისის კლასტერს უკავშირდება. ამასთან, მისივე ინფორმაციით, ინფექციურში მყოფი კიდევ ერთი მოზარდი გამოჯანმრთელდა.
„ბოლო 24 საათში დაგვემატა 19 დადასტურებული შემთხვევა, 10 გამოჯანმრთელებული. ამჟამად კოვიდცენტრებში 266 პაციენტი მკურნალობს. 19 ახალი პაციენტი ყველა ცნობილი წყაროა, აქედან 17 არის ბოლნისის ორი სოფლიდან - გეტა და მუშევანი, დანარჩენი ორიდან ერთი მედპერსონალია, ერთი - საკარატინო სივრციდან, ანუ წყარო ყველასი ცნობილია. ჩვენთან სამი ახალი პაციენტია ბოლნისიდან, ერთი ოჯახის სამი წევრია, მათი მდგომაროება, არსებული რუტინული კვლევებით, არ არის საშუალოზე მძიმე. გუშინ მხოლოდ ერთი გამოჯანმრთელებული გვყავდა, მოზარდი. გვყავს 1 კრიტიკული პაციენტი, მისი მდგომარეობა სტაბილურია და ვიმედოვნებთ, ასე დარჩება”, - განაცხადა ეზუგბაიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

GBM Truck Service

(973) 527-3620
Stanhope, New Jersey
  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

Guest House Restaurant

(718) 891-3111
Brooklyn, NY
  • 0

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY