Babajana LOGO

დეკანოიძე - ჩვენი ქვეყანა ჰიბრიდული ომის პლატფორმად გადაიქცა

10 მაისს 2020 08:33ნახვები 1 064წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
"დეილი მეილის" სკანდალურ გამოძიებას "ნაციონალურ მოძრაობაში" ეხმაურებიან. როგორც საგანგებო ბრიფინგზე ხატია დეკანოიძემ განაცხადა, საქართველოში ოპერირებს ჰაკერების ჯგუფი და ამის შესახებ ან არაფერი იცის სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურმა ან მიზანმიმართულად ხელს უწყობს რუსულ ჰიბრიდულ ომს.
ეს ჰიბრიდული ომი არის მნიშვნელოვანი გამოწვევა და საფრთხე ცივილიზებული სამყაროსთვის. განსაკუთრებით საგანგაშოა, როდესაც გამოცემა ზუსტად მიუთითებს, რომ ჰაკერების ჯგუფი მუშაობდა საქართველოდან. ეს ნიშნავს იმას, რომ, სამწუხაროდ, ამ ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ პლატფორმად უკანასკნელ პერიოდში გადაიქცა ჩვენი ქვეყანა. ეს არის ეროვნული ინტერესების დაზიანება - განაცხადა დეკანოიძემ.
შეგახსენებთ, რომ დეილი მეილის ინფორმაციით, ჰაკერებმა სამედიცინო ჩანაწერები კიბერ თავდასხმის გზით, ბრიტანეთის სამედიცინო ცენტრიდან მოიპარეს. დაჯგუფება კრემლთან და ირანთან არის დაკავშირებული და თავდასხმა საქართველოდან განხორციელდა. 

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania