10/05/202 059 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი სესიაშვილი - უნდა ვივარაუდოთ, რომ Daily Mail-მა დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა

ჩვენს ოპონენტებს ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ საქართველოზე ნეგატიური ინფორმაცია გავრცელდეს და ქვეყანა სკანდალში გაეხვეს , -ასე გამოეხმაურა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი გამოცემა Daily Mail-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ბრიტანული ლაბორატორიიდან კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, საიდუმლო სამედიცინო ინფორმაცია მოიპარეს“.
ირაკლი სესიაშვილის განმარტებით, საქართველოს ბრიტანელი კოლეგები აქტიურად ეხმარებოდნენ მაშინ, როცა რუსეთმა საქართველოზე კიბერთავდასხმა განახორციელა. ამიტომ, მისი ვარაუდით, გამოცემამ არასწორი ინფორმაცია გაავრცელა.
„ამ შემთხვევაში, ეს ჩვენი ოპონენტების მავნებლური სერიიდან არის. მათ ძალიან დიდი სურვილი აქვთ, რომ საქართველოზე ნეგატიური ინფორმაცია გავრცელდეს და საქართველო სკანდალში გაეხვეს. მინდა საზოგადოებას ავუხსნა, რომ საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს ძალიან მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობა აქვთ ჩვენს ბრიტანელ კოლეგებთან და ისინი ძალიან აქტიურად გვეხმარებოდნენ მაშინ, როცა რუსეთმა საქართველოზე კიბერთავდასხმა განახორციელა. მინდა გითხრათ, რომ ასეთი ინფორმაცია ჩვენს სტრუქტურებს არ გამოეპარებოდათ. ამიტომ, უნდა ვივარაუდოთ, რომ Daily Mail-მა დაუზუსტებელი ინფორმაცია გაავრცელა, ამ ინფორმაციას შესაბამისი სტრუქტურები არ ადასტურებენ. ჩვენს ოპონენტებს ამჯერადაც იმედი უნდა გავუცრუოთ- საქართველო არანაირად არ ფიგურირებს ამ ნეგატიურ მოვლენაში, თუმცა ეს მათი სურვილია“, - განაცხადა სესიაშვილმა.
ცნობისთვის, ბრიტანული გამოცემა Daily Mail-ი წერს, რომ ბრიტანული ლაბორატორიიდან კრემლთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა, რომლებიც საქართველოში იმყოფებიან, საიდუმლო სამედიცინო ინფორმაცია მოიპარეს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

Юрий Прахин

(718) 946-5099
Brooklyn, NY
  • 80

Greg Prosmushkin

(215) 543-7220
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 60

Maia Beridze

(347) 236-5921
,