Babajana LOGO

თენგიზ ცერცვაძე - მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი

16 აპრილს 2020 15:25ნახვები 657წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი , - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ახლა საჭიროა, რაც შეიძლება ნაკლები პაციენტი, რაც დამოკიდებულია საზოგადოებაზე და უახლოესი დღეების მანძილზე - მრევლზე.
„ამ ეტაპზე, გვჭირდება, რომ შემოვიდეს ნაკლები პაციენტი, რაც ჩვენზე არაა უშუალოდ დამოკიდებული, დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომელებსაც ბრიფინგზე უსმენდით და დამოკიდებულია პირველ რიგში საზოგადოებაზე და უახლოესი სამი დღის მანძილზე პირველ რიგში მრევლზე.აი, მრევლი გადაწყვეტს ახლა ამ დაავადების ბედს საქართველოში. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ მრევლის ხელშია ეპიდემიის განვითარების სცენარი. ასეთი ფორმულირებით არასოდეს მითქვამს და მგონი, არც სხვებს უთქვამთ, რომ მრევლის ხელშია საქართველოში ეპიდემიის განვითარების სცენარი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania