16/04/201 275 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 525 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ახალი კორონავირუსით კიდევ 525 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში, მთლიანად ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი კი 22 170-ს შეადგენს. რაც შეეხება ინფიცირების ახალ შემთხვევებს, განახლებული მონაცემებით, გასულ 24 საათში 3 786 ადამიანი დაავადდა.
ინფიცირების ოფიციალურად დადასტურებული შემთხვევების საერთო რიცხვმა იტალიაში 168 941 შეადგინა, ხოლო 40 164 ადამიანი ვირუსისგან განიკურნა. 2 936 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება.
ხელისუფლების ინფორმაციით, რეანიმაციაში მყოფი პაციენტების რიცხვი 21 მარტის შემდეგ ამჟამად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.
იტალია ინფიცირებულთა რიცხვით, აშშ-ისა და ესპანეთის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილზეა. იტალიაში ხელისუფლება 3 მაისის შემდგომ კარანტინის „მეორე ფაზის“ ამოქმედების გეგმას განიხილავს, თუმცა ზოგიერთ რეგიონში ეკონომიკურ უკუსვლაზე გამოთქვამენ წუხილს და რომს მოუწოდებენ, რომ კარანტინი აღარ გაახანგრძლივოს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 20

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

SOPHIE KVANTALIANI

(908) 240-2610
, NJ
  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 80

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA