Babajana LOGO

დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსების შეჩერების თაობაზე განკარგულება გასცა

15 აპრილს 2020 00:36ნახვები 879წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაფინანსება შეაჩერა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, გასცა განკარგულება, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას შეუჩერონ დაფინანსება იქამდე, ვიდრე შეისწავლიან "ჯანმო-ს როლს პანდემიის არასწორად მართვასა და კორონავირუსის გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვაში".
მან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ჯანმო-მ "პასუხი უნდა აგოს".
მისი თქმით, ბევრმა ქვეყანამ გაითვალისწინა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რჩევები და "მათ ახლა ისეთი პრობლემები აქვთ, რომელიც დაუჯერებელია".
ტრამპმა აღნიშნა, რომ ჯანმო-მ ვერ შეასრულა თავის მოვალეობა.
”ამდენი სიკვდილი გამოიწვია მათმა შეცდომებმა”, - აღნიშნა ტრამპმა.
მისივე განცხადებით, ჯანმო-ს რომ სწორად ემოქმედა ჩინეთის შემთხვევაში და გაეკონტროლებინა დაავადება,უამრავი სიცოცხლე გადარჩებოდა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania