Babajana LOGO

კახა კალაძე - კონგრესმენებთან სამუშაოა, ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო

27 იანვარს 2020 13:42ნახვები 516წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
„სამუშაოა კონგრესმენებთან, საჭიროა ურთიერთობა, ინფორმაციის მიწოდება, რადგან წერილებში, რომელსაც ჩვენ ვნახულობდით, აშკარად იყო არაზუსტი ინფორმაციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ის კონგრესმენებისა და სენატორების წერილებს. მისი თქმით, საჭიროა ჩასვლა და სწორი ინფორმაციის მიწოდება მათთვის.
„ჩემთვის ოფიციალური ვაშინგტონის, სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის მნიშვნელოვანი. ჩვენ მოვისმინეთ და ვნახეთ გაკეთებული შეფასებები, საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, რეფორმებზე, გამოწვევებზე. ამ ადამიანებთანაც სამუშაოა. სამუშაოა კონგრესმენებთან, საჭიროა ურთიერთობა, ინფორმაციის მიწოდება იმიტომ, რომ წერილებში, რომელსაც ჩვენ ვნახულობდით, აშკარად იყო არაზუსტი ინფორმაციები კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, საჭიროა ჩასვლა და სწორი იფორმაციის მიწოდება, რომ ეს არ იყოს ცალმხრივი“, - განაცხადა კალაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania