Babajana LOGO

საგამოძიებო სამსახურმა თბილისში 600-მდე პირით დასაქმებული კომერციული ობიექტი დახურა - თანამშრომლების ნაწილს მაღალი ტემპერატურა აღენიშნება

23 მარტს 2020 18:46ნახვები 751წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
საგამოძიებო სამსახურმა, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტით დადგენილი შეზღუდვების შეუსრულებლობის გამო, თბილისში კომერციული ობიექტი დახურა, რომელშიც 600-მდე თანამშრომელი იყო დასაქმებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, კომპანიაში დასაქმებულ, ადგილზე მყოფ რამდენიმე თანამშრომელს მაღალი ტემპერატურა აღენიშნებოდა.
“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, მიღებული შეტყობინებების საფუძველზე, საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვების შეუსრულებლობის გამო, ქალაქ თბილისში, მესაკუთრეს დაახურინეს კომერციული ობიექტი, რომელში დასაქმებული 600-მდე თანამშრომელი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლად, მთავრობის მიერ დადგენილი მკაცრი შეზღუდვების უხეში დარღვევით, განაგრძობდა მუშაობას. ამასთან, კომპანიაში დასაქმებულ, ადგილზე მყოფ რამდენიმე თანამშრომელს აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა. შესაბამი უწყებები აქტიურად ახორციელებენ მონიტორინგს საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრეტის საფუძველზე დადგენილი შეზღუდვების შესრულების ნაწილში და მსგავსი ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში, მოახდენენ მკაცრ რეაგირებას”, - ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania