Babajana LOGO

აშშ-ში შესვლა დიდი ბრიტანეთიდან და ირლანდიიდან ჩასულ მოქალაქეებსაც აეკრძალათ

15 მარტს 2020 13:16ნახვები 550წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
აშშ-ში შესვლა იმ მოქალაქეებსაც შეეზღუდათ, რომლებიც ბოლო 14 დღის მანძილზე დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში არიან ნამყოფი, - ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა. მისივე თქმით, აშშ აღნიშნული ქვეყნების მიმართულებით და პირიქით, ავიამიმოსვლას არ წყვეტს და გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვა არ შეეხება აშშ-ის მოქალაქეებსა და მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე პირებს.
შეგახსენებთ, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ შენგენის ზონის 26 სახელმწიფოსთვის დაწესებული შეზღუდვები ძალაში შაბათს შევიდა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, უცხოეთის იმ მოქალაქეებს, ვინც ბოლო 14 დღის განმავლობაში აღნიშნულ ქვეყნებში იმყოფებოდნენ, აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
MAX Chania