Babajana LOGO

გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებით, გიგი უგულავამ საპატიმრო პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე უნდა დატოვოს

09 მარტს 2020 12:12ნახვები 859წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge
„ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებით, გიგი უგულავამ სასჯელაღსრულების დაწესებულება პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე უნდა დატოვოს. როგორც ვაშაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პოლიტიკური პარტიების მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ უგულავას გასათავისუფლებლად „პრეზიდენტის ინსტიტუციის მექანიზმის გამოყენება უნდა მოხდეს“.
მისივე განმარტებით, ხელისუფლებასთან მიღწეულ შეთანხმებაში საუბარია ასევე, ირაკლი ოქრუაშვილის, გიორგი რურუას და ბესიკ თამლიანის საკითხზეც, რომელთა გასათავისუფლებლად სხვა მექანიზმი უნდა ამოქმედდეს, მათ შორის შესაძლოა, ეს იყოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლა.
„როგორც შეხვედრაზე შესვლამდე, ასევე შეხვედრის დროს, ერთ-ერთი მთავარი პირობა ჩვენგან იყო სწორედ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. შეიძლება ვერ ვთანხმდებით „ქართულ ოცნებასთან“ და ისინი ამათ არ ეძახიან პოლიტპატიმრებს, მაგრამ მეორე დოკუმენტს, რომელსაც ხელი მოვაწერეთ, მითითებულია პრეზიდენტის ჩართულობის შესახებ. ეს დოკუმენტი ხელმოწერილია იმისთვის, რომ გამოყენებული იქნას მექანიზმები, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ საპატიმრო დაწესებულებებიდან. ღიად ვიტყვი, აქ საუბარია თამლიანზე, რურუაზე, ოქრუაშვილზე, როგორც 20 ივნისის შემდგომ პატიმრობაში მყოფ ადამიანებზე (მათ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა აქვთ), მეორე მხრივ, საუბარია გიგი უგულავაზე. პრეზიდენტის ინსტიტუცის მექანიზმი უნდ იქნას გამოყენებული საბოლოო შეთანხმების ჩამოსაყალიბებლად, რომ გიგი უგულავამ დატოვოს საპატიმრო დაწესებულება. ფორმალურად და პროცედურულად შეიძლება ამას შეწყალება ერქვას, თუმცა რეალური შეწყალებისგან ჩვენ ვამბობთ, რომ ძალიან შორს არის,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. როგორც ვაშაძე ამბობს, მას აქვს მოლოდინი, რომ თამლიანთან, ოქრუაშვილსა და რურუასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ახლო მომავალში იქნება მიღებული, გიგი უგულავას საკითხზე კი პრეზიდენტმა უნდა განსაზღვროს, რა დრო დასჭირდება.
„ეს არ უნდა იყოს ვრცელი ვადა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ისინი უნდა გათავისუფლდნენ,“ - აღნიშნა მან.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Barami.US
Georgian Bread
MAX Chania