09/03/201 486 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ხუხაშვილი - საკითხს არ განვიხილავდი ოპოზიციის გამარჯვებად ან ხელისუფლების დამარცხებად

ექსპერტ გიგა ხუხაშვილის შეფასებით, მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ხელისუფლებისადმი დიპოლომატიური კორპუსის მხრიდან იძულების შედეგია. როგორც გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საზოგადოებას „ფრთხილი ოპტიმიზმის“ საფუძველი აქვს იმისთვის, რომ ქვეყანაში სტაბილური საარჩევნო პროცესი წარიმართება და ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შანსებიც დაიკლებს.
„ეს გადაწყვეტილება, შეიძლება ითქვას, ხელისუფლებისთვის სამწუხაროდ იძულებითი იყო. ჩვენ ვაკვირდებოდით ბოლო პერიოდში, რომ ფაქტობრივად ყველა დეპუტატისთვის იბრძოდნენ და საკმაოდ აგრესიული ტონით - 100/50, 110/40 და საკმაოდ მკვახე რიტორიკაც ისმოდა ხელისუფლების მხრიდან სულ რამდენიმე დღის წინ. კარგია, რომ საბოლოოდ მაინც ადაკვატურობა გამოავლინეს, დაემორჩილნენ პროპორციულ ძალას და ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ეს ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს ქმნის, რომ შანსი გვეძლევა, რომ მეტ-ნაკლებად სტაბილური საარჩევნო პროცესი წარიმართოს. ერთადერათი საკითხი, რაც ღიად დარჩება, ეს არის ადმინისტრაციული და ორგანიზაციული რესურსის ბოროტად გამოყენების საკითხი და რადგან დავინახეთ, რომ ხელისუფლება იძულების მიმართ არის მოწყვლადი, შესაბამისად, ეს ზრდის შანსებს, რომ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების შანსებიც საკმაოდ იკლებს, მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ, ამის მცდელობები ალბათ იქნება. ასე რომ ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი ნამდვილად გვაქვს“,- განაცხადა ხუხაშვილმა. კითხვაზე, მისცემს თუ არა ოპოზიციას არჩევნებში გამარჯვების საშუალებას ახალი საარჩევო სისტემა, ხუხაშვილი ამბობს, რომ დღეს მთავარი ამოცანა ეს არაა და მნიშვნელოვანია, რომ უბრალოდ, ძალაუფლების უზურპაციის პრევენცია მოხდეს.
„მე არ განვიხილავდი საკითხს ასე, ოპოზიციის გამარჯვება, ხელისუფლების დამარცხება. მთავარია, რომ საარჩევნო სისტემა იყოს მეტ-ნაკლებად სამართლიანი, ასახავდეს პარტიების მიმართ იმ განწყობებს, რაც საზოგადოებაში გვაქვს დღეის მდგომარეობით. პროპორციული ჯობდა ამ მხრივ, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს სისტემაც საკმაოდ მიახლოებულია სამართლიანთან, შესაბამისად, რა შედეგიც დაჯდება, ის შედეგი დაჯდება. რაც შეეხება იმას, თუ რა შანსები აქვს ოპოზიციას, მე ვერ ვიტყოდი, რომ ოპოზიცია მძლავრად გამოიყურება, მაგრამ ამასთანავე არც არის ვფიქრობ, ამოცანა, რომ რომელიმე ერთმა ან კონსოლიდირებულმა ოპოზიციამ დაამარცხოს ხელისუფლება. ისტორიის ამ ეტაპის ამოცანაა, რომ ჩვენ მოვახდინოთ ძალაუფლების უზურპაციის პრევენცია, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი მანკიერება გახდა საქართველოს უახლესი ისტორიის, როდესაც ერთი ძალა მოდის, მერე ირყვნება და ფაქტობრივად მიდის ძალაუფლების უზურპაციისკენ. ამის დაზღვევა ხდება ამ სისტემით, მთავარი ესაა და ფაქტობრივად, მოცემულობა ისეთია, რომ თუ საარჩევნო პროცესი წარიმართა ჯანსაღად, ჩვენ ავცდებით როგორც წარსულში დაბრუნებას, ასევე, ამ აწმყოს დატოვებას. რაღაც ახალი მომენტი გაჩნდება და ეს ახალი მომენტი, სავარაუდოდ, უნდა გაფორმდეს კოალიციური ხელისუფლების ფორმირებით, რაც შეიძლება მართვის ეფექტურობის თვალსაზრისით საუკეთესო ვარიანტი არ არის, მაგრამ გვაზღვევს მთავარი მანკიერებისგან, ძალაუფლების უზურპაციისგან. როგორც ჩანს, ჩვემა პოლიტიკურმა ელიტამ ეს ეტაპი უნდა გაიაროს, უნდა ისწავლოს საუბარი, შეთანხმებები და შიდა ბალანსები, მრავალპარტიული ხელისუფლება მოახდენს იმის პრევენციას, რომ ერთი კაცის ხელში არ ჩავარდება ძალაუფლება და შემდგომი ფილტრაცია ალბათ 2024 წლისთვის რეალური პოლიტიკური ელიტის საფუძველს გააჩენს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY