Babajana LOGO

მამუკა მდინარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა

07 აპრილს 2021 09:04ნახვები 327წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს მამუკა მდინარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ მდინარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. ის მოქალაქეებს პირბადის ტარებისკენ მოუწოდებს.
„ეს ამბავი მხოლოდ ერთმა შეცდომამ განაპირობა, რამდენიმე თვის განმავლობაში ასეთი არ დამიშვია.
როდესაც ვინმეს ესაუბრებით, ერთი წუთითაც კი არ მოიხსნათ პირბადე, არც ერთი წუთით! ეს არის ჩემი, უკვე პირად გამოცდილებაზე დამყარებული რჩევა.
ბოლო დღეებია ირგვლივ ძალიან ბევრი შემთხვევა დაგროვდა, რისკები ძალიან გაიზარდა.
ყველას უმორჩილესად გთხოვთ, ზედმიწევნით დაიცავით რეგულაციები, ყველგან ატარეთ პირბადე, რითაც, გარდა ქვეყნის ეკონომიკისა, მინიმუმ რამდენიმე ასეულ თუ ათასობით ჩვენი მოქალაქის სიცოცხლეს გადაარჩენთ“,- წერს მამუკა მდინარაძე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

კომენტარები

Georgian Bread
GWK
Truck Service & Parking
MAX Chania
amazon deals