24/10/23482 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ნინო ლომჯარია არ გამორიცხავს, მომავალში პრეზიდენტთან კოორდინირებულ მოქმედებას, მათ შორის ერთობლივ ვიზიტებს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში

„საქართველოს ეროვნული ორბიტის“ დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია არ გამორიცხავს, მომავალში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კოორდინირებულ მოქმედებას, მათ შორის ერთობლივ ვიზიტებს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით.
ლომჯარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან დღეს გამართულ შეხვედრაზე. როგორც ლომჯარიამ განაცხადა, პრეზიდენტთან შეხვედრის თემა იყო ევროკომისიის შეფასება და დასკვნა 12 პუნქტის შესრულების საკითხი.
„მოწვევა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მივიღეთ. დღის წესრიგი და თემატიკა წინასწარ არ იყო ცნობილი. იმპიჩმენტის პროცესის ჩავარდნის შემდეგ, კიდევ უფრო საინტერესო იყო მასთან შეხვედრა.
ასევე, გვიახლოვდება მნიშვნელოვანი თარიღი. დაახლოებით, 8 ნოემბრისთვის გვეცოდინება ევროკომისიის შეფასება და დასკვნა 12 პუნქტის შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით. დეკემბრის შუა რიცხვისთვის კი საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული კანდიდატის სტატუსის მინიჭება - არ მინიჭებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს საკითხი იყო ჩვენი საუბრის მთავარი თემა. რა მოლოდინები გვაქვს, რა ინფორმაციებია, რა შეიძლება მოხდეს და რა შეგვიძლია ჩვენ, ჩვენი მანდატიდან გამომდინარე გავაკეთოთ, იმისათვის, რომ ამ პროცესში მხარი დავუჭიროთ საქართველოს შესაძლებლობებს ევროინტეგრაციის გზაზე.
კითხვაზე, იქნება თუ არა პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან კოორდინირებული მოქმედება და შესაძლებელია თუ არა განხორციელდეს ერთობლივი ვიზიტი საქართველოს პარტნიორ ქვეყნებში, ლომჯარია აცხადებს, რომ თანამშრომლობის ამ ფორმასაც არ გამორიცხავს.
„დღეს ვისაუბრეთ და მეც ვიზიარებ ამ პოზიციას, რომ დგება მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ამ საკითხზე უფრო მეტი კოორდინაცია თუ ძალების გაერთიანება არის საჭირო. ვფიქრობ, ეს ამ პროცესს, მხოლოდ წაადგება.
არ გამოვრიცხავ, თუმცა კონკრეტულ გეგმებზე არ გვისაუბრია. სამომავლოდ, ალბათ გვექნება შესაძლებლობა. პრეზიდენტიც გააკეთებს განცხადებას მის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. არ გამოვრიცხავ, შეიძლება ეს იყოს თანამშრომლობის ერთ-ერთი ფორმა. შეიძლება ერთობლივად, შეიძლება ცალ-ცალკე, მაგრამ ყველა თავისი მანდატით და შესაძლებლობების ფარგლებში“, - განაცხადა ლომჯარიამ.
მისივე შეფასებით, დღევანდელი შეხვედრიდან არ დარჩა შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილი შეშინებულია და აპირებს საკუთარი სტრატეგიის ან სამოქმედო გეგმების გადახედვას.
ლომჯარიას თქმით, პრეზიდენტი თავის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, განცხადების გაკეთებას აპირებს.
„არ დამრჩა ისეთი შთაბეჭდილება, რომ სალომე ზურაბიშვილი შეშინებულია, ან ფიქრობს, რომ შესაცვლელი აქვს მისი მოქმედების სტრატეგია. პრეზიდენტი აპირებს განცხადების გაკეთებას თავის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. არ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის აპირებს სამომავლოდ საკუთარი სტრატეგიის ან სამოქმედო გეგმების გადახედვას, პირიქით თვლის, რომ ამ მიმართულებით საჭიროა ჩვენი გააქტიურება“, - განაცხადა ლომჯარიამ.
მან, ასევე, ისაუბრა მმართველი გუნდის შეფასებაზე, რომ თუკი საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს დაფუძნებული იქნება იმაზე, რაც ხელისუფლებას უკეთებია. ლომჯარიას შეფასებით, ეს განცხადებები ღიმილის მომგვრელი და არასერიოზულია.
„რეკომენდაციები რამდენ პროცენტში შესრულდა, მალე გვეცოდინება. 8 ნოემბერს გვეცოდინება დიაგნოზი. ამ ყველაფერს ძალიან მალე გაეცემა პასუხი. საბოლოო გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილებაც და არა, მხოლოდ რეკომენდაციების შესრულებაზე იქნება დამოკიდებული.
არ ვგულისხმობ, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილება ბოლომდე პოლიტიკური იქნება და ასეა გადაწყვეტილი. ასე არ არის გადაწყვეტილი, პირიქით იმის გამო, რომ რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით კარგად ვერ გამოვიყურებით, ვცდილობთ მათ დავანახოთ სხვა კონტექსტი“, - განაცხადა ლომჯარიამ.
მისივე განმარტებით, სამოქალაქო საზოგადოება ცდილობს, ალტერნატიული გზები ეძიოს იმისათვის, რომ ევროპამ საქართველოს კონტექსტში გამონაკლისი დაუშვას.
„ქართულმა ოცნებამ კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ძალიან ახლოს შეიძლება ისეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რომ საქართველოს რეპუტაცია ძალიან დააზიანოს ევროპაში. თუკი ხელისუფლება რიტორიკას შეცვლის, დარჩენილ დროში არცერთ ანტიდემოკრატიულ ნაბიჯს არ გადადგამს, რა თქმა უნდა, მეტი შანსი გვექნება, რომ ჩვენს მიმართ განწყობები შეიცვალოს.
ეს რომ არ ხდება, ამიტომ ჩვენ სამოქალაქო საზოგადოება ვცდილობთ ალტერნატიული გზები ვეძიოთ, რომ ჩვენ ავუხსნათ ევროპას, რომ ამ საკითხებს ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭოს და საქართველოს კონტექსტში გამონაკლისი დაუშვან“, - განაცხადა ლომჯარიამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 80

Dali Khokhobashvili

(347) 628-0818
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 100

TONE CAFÉ

(718) 332-8082
Brooklyn, NY