17/09/23266 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელები ორი მიმართულებით წარმატებას აღწევენ

უკრაინის თავდაცვის ძალებმა, ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონეცკის ოლქის კლიშივკას რაიონში რუსული ძალების 13 თავდასხმა მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
„უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ თავდაცვას უკრაინის აღმოსავლეთით და სამხრეთით, შეტევით ოპერაციებს მელიტოპოლისა და ბახმუტის მიმართულებებით, მტრის განადგურებას, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების ეტაპობრივად გათავისუფლებას და მიღწეულ პოზიციებზე გამაგრებას”, - აღნიშნულია ანგარიშში.
გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 30-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა.
კერძოდ, ბახმუტის მიმართულებით თავდაცვის ძალებმა წარმატებით მოიგერიეს 13 შეტევა დონეცკის ოლქის კლიშივკას რაიონში. ამასთან, რუსები წარუმატებლად ცდილობდნენ უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდაცვის ხაზის გარღვევას დონეცკის ოლქის კურდიუმოვკასა და ანდრეევკას რაიონებში. შეტევითი ოპერაციების შედეგების საფუძველზე, თავდაცვის ძალები წარმატებას აღწევენ დონეცკის ოლქის კლიშივკას რაიონში და მტერს დაკავებული პოზიციებიდან უკუაგდებენ.
"ასევე, მარინკას მიმართულებით, მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა დონეცკის ოლქის მარინკას რაიონში", - აღნიშნულია ანგარიშში.
გენშტაბში აცხადებენ, რომ დონეცკის ოლქის სევერნისა და რავნოპოლის და ზაპოროჟიეს ოლქის ნოვოდარივკას რაიონებში მტრის ყველა თავდასხმას მათი ცოცხალი ძალის, ასევე აღჭურვილობის მნიშვნელოვანი დანაკარგები მოჰყვა.
"ამავდროულად, ავდეეკვას, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებით, თავდაცვის ძალები ინარჩუნებენ ინიციატივას, ახდენენ ზეწოლას მტერზე, ახორციელებენ თავდასხმის ოპერაციებს და იბრუნებენ ჩვენს მიწას", - აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ცნობით, მელიტოპოლის მიმართულებით უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას, რის შედეგადაც საოკუპაციო ძალები ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის მნიშვნელოვან დანაკარგებს განიცდიან და იძულებული ხდებიან, დაკავებული პოზიციებიდან უკან დაიხიონ.
ამასთან, გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ ხერსონის მიმართულებით უკრაინელი დამცველები ანადგურებენ მტრის საწყობებს და მტრის ზურგში წარმატებულ შეტევას ახორციელებენ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 80

Ana Kulua

(215) 796-2975
Huntingdon Valley, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 40

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY