04/09/23343 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

რუსეთი დროებით ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის მშენებლობისთვის პოტენციურ ინვესტორებს ეძებს

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო დროებით ოკუპირებული სოხუმის აეროპორტის მშენებლობისთვის პოტენციურ ინვესტორებს ეძებს. როგორც ekhokavkaza წერს, მათ შესარჩევად განაცხადების მიღება უკვე დაიწყო. 
მანამდე, დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ მთავრობამ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, საინვესტიციო პროექტს "რუსული იურიდიული პირი" განახორციელებს. დოკუმენტი უკვე რატიფიცირებულია ოკუპირებულ აფხაზეთის ე.წ პარლამენტის მიერ.
განაცხადების მიღება 15 სექტემბერს დასრულდება. ინვესტორის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას კი რუსეთ-აფხაზური ერთობლივი კომისია მიიღებს.
2022 წელს, რუსეთის ეკონომიკის მინისტრის დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ პროექტის შემოთავაზებული ინვესტორი არის რუსული ინდუსტრიული ჯგუფი Basic Element. იგი შედგება კომპანიებისგან, რომლებიც აკონტროლებენ ან შედიან ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკას ბიზნეს ინტერესების სფეროში.
დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტის დეპუტატის, ალხას ბარციცის თქმით, სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციით ორი ინვესტორია დაინტერესებული.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია სოხუმის აეროპორტს საერთაშორისო აეროპორტად არ ცნობს, რადგან  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. ICAO-მ გააუქმა აეროპორტის კოდი და 2006 წლის დოკუმენტებიდან ინფორმაცია ამოიღო. 

შეგახსენებთ, რუსეთის იურიდიულ პირთან სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას, დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა საბოლოო მოსმენით, 2023 წლის ივლისის ბოლოს დაუჭირეს მხარი. ხელშეკრულება 2023 წლის 16 ივნისს საქტ-პეტერბურგში გაფორმდა. აფხაზური მხრიდან მას ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა მოაწერა ხელი.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ