13/06/22871 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

კურტ ვოლკერი - პუტინი იმ დროს დამარცხდა, როდესაც გადაწყვიტა უკრაინას დასხმოდა თავს - უკრაინამ უკვე მოიგო ომი

პუტინი იმ დროს დამარცხდა, როდესაც გადაწყვიტა უკრაინას დასხმოდა თავს. უკრაინამ უკვე მოიგო ომი, - ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის მოლაპარაკებების საკითხებში და აშშ-ს ყოფილმა ელჩმა ნატო-ში კურტ ვოლკერმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, არავინ ელოდა, რომ პუტინი ამ მასშტაბის ომს წამოიწყებდა.
„პუტინმა შეცდომა დაუშვა. ის ვერ გაანადგურებს 40 მილიონ ადამიანს. ის ვერ დაარწმუნებს უკრაინელებს, რომლებსაც აქვთ საკუთარი კულტურა, ენა, ისტორია, სამშობლო, ოჯახები, ეკლესიები, რომ უკრაინა აღარ არსებობს. პუტინი იმ დროს დამარცხდა, როდესაც გადაწყვიტა უკრაინას დასხმოდა თავს. ომის პირველ დღეებში რთული იყო იმის გარკვევა, თუ როგორ განვითარდებოდა მოვლენები. უკრაინელებმა შეაჩერეს რუსების წინსვლა. მათ რუსებს უკან დაახევინეს კიევიდან, ხარკოვიდან, ჩერნიგოვიდან, სუმიდან, ოდესიდან", -განაცხადა ვოლკერმა. მისივე თქმით, ახლა რუსეთი ცდილობს ნელ-ნელა დაამყაროს კონტროლი აღმოსავლეთ უკრაინაზე, ისინი ცდილობენ დაიცვან დაკავებული ტერიტორიები, უკრაინა კი ამას არასოდეს შეეგუება.
„ომი ძალიან აზიანებს უკრაინას. ქვეყანა ყოველდღიურად იბომბება. მე მჯერა, რომ უკრაინელები ამას გაუძლებენ. აშშ, გაერთიანებული სამეფო და სხვა ქვეყნები უკრაინას კიდევ უფრო მეტი შეიარაღებით მოამარაგებენ. ვფიქრობ, ივლისში ან აგვისტოში რუსეთი დაიღლება. მას არ ექნება წინსვლის შესაძლებლობა. მათი სამხედრო შესაძლებლობები დასუსტდება. როდესაც ეს მოხდება უკრაინელებს შეეძლებათ კონტრშეტევები განახორციელონ. ალბათ, ეს თვეების განმავლობაში გაგრძელდება და ეს იქნება ძალიან რთული ბრძოლა უკრაინელებისთვის. უფრო ფართო სურათს თუ შევხედავთ, უკრაინამ უკვე მოიგო ომი", - განაცხადა ვოლკერმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

OLGA GORELIK

(718) 596-8888
Brooklyn, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
  • 60

Max Chania REALTOR

(215) 776-7093
Jenkintown, PA
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ