მელია არ არის პოლიტპატიმარი, ანალოგიურად ვფიქრობ რურუაზეც - დაუშვილი
გიორგი გახარიას გუნდის წევრი, მიხეილ დაუშვილი ამბობს, რომ ქვეყანას პოლიტპატიმრები არ ჰყავს. მისი თქმით, ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია და მთავარი არხის მეწილე, გიორგი რურუა პოლიტპატიმრები არ არიან.
თემასთან დაკავშირებით დაუშვილმა "მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა.
თემასთან დაკავშირებით დაუშვილმა "მთავარი არხის" გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა.
"ბატონი ნიკა მელია, თქვენ კარგად იცით რასთან დაკავშირებით არის ბრალდებული. ეს არის საკანონმდებლო ორგანოზე შტურმის ორგანიზება. მე ვთვლი, რომ ბატონი ნიკა მელია არ არის პოლიტიკური პატიმარი.გიორგი გახარიას გუნდმა "ქართული ოცნება" დატოვა. საგანგებო განცხადება გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტში გააკეთა.
ანალოგიურად, ბატონი გიორგი რურუას მიმართ არსებობს კონკრეტული საქმე, სასამართლო პროცესი გრძელდება და რაც შეეხება პოლიტპატიმრობას, დიახ, ამ შემთხვევაშიც ვფიქრობ, რომ ბატონი გიორგი რურუა არ არის პოლიტპატიმარი",-თქვა დაუშვილმა.