21/01/201 361 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ajaratv.ge

გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლებას - დღევანდელი განკითხვის დღე, რომელიც ევროპარლამენტარებმა მოგიწყვეს, მხოლოდ დასაწყისია

დღევანდელი განკითხვის დღე, რომელიც ევროპარლამენტარებმა მოგიწყვეს, მხოლოდ დასაწყისია, მოემზადეთ გაცილებით უარესისთვის გაზაფხულზე, - ასე მიმართა საქართველოს ხელისუფლებას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ გამართულ ბრიფინგზე. ვაშაძის შეფასებით, ევროპარლამენტის დეპუტატებმა უმკაცრესი, უმძაფრესი შეფასება მისცა ე.წ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას.
„დღევანდელ ჩვენ ჩართვას ძალიან სამწუხარო მიზეზი აქვს და ამაზე სრულ მორალურ და პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აგებენ ის ხალხი, ვინც თავის თავს „ქართულ ოცნებას“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას ეძახის. მათ ეყოთ „გამბედაობა“ ჩასულიყვნენ ევროპის კავშირის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ევროპარლამენტში დაეწყოთ საუბარი იმ „გასაოცარ დემოკრატიაზე“, რომელიც მათ საქართველოში ვითომდა ააშენეს. არ ჩამოვთვლი ყველა ევროდეპუტატს, რომლებმაც უმკაცრესი, უმძაფრესი შეფასება მისცა ე.წ. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას. არ მოვიყვან ციტატებს, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ არ დარჩენილა ფრაქცია, საიდანაც არ გამოსულიყოს წარმომადგენელი და არ გაეხსენებინათ ამ კორუფციული დაჯგუფებისთვის „გავრილოვის ღამე“, საქართველოს მოქალაქეების მოტყუება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, კორუფცია, პოლიტიკური ლიდერების სასამართლო პროცესები და მათი პროკურატურაში ტარება. ის დაპირებები, რომელიც რეფორმებზე იყო და არ განხორციელებულა. მაგალითად, ომში მყოფი უკრაინა მოუყვანეს, რომელიც საქართველოს ასწრებს პოლიტიკური რეფორმების გატარების სისწრაფით. არც ერთი ევროდეპუტატი არ დარჩენილა, რომ არ გამოსულიყო და არ დაემთავრებინათ თავისი გამოსვლა ამ სიტყვებით - „როგორი ევროპელები ხართ თქვენ და რა ევროპული დემოკრატიაა ის სისტემა, რომელიც თქვენ ქვეყანაში გაქვთ?“
მინდა საქართველოს მოქალაქეებს გავახსენო, რომ საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის შემდეგ მთლიანად ოპოზიცია და განსაკუთრებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად აფრთხილებდა ხელისუფლებას, რომ თქვენ გადალახეთ წითელი ხაზი, საქართველოს მოქალაქეების და ჩვენი მოკავშირეების მოთმინების ფიალა არის ამოწურული. დღევანდელი განკითხვის დღეც კი, რომელიც ევროპარლამენტარებმა მოგიწყვეს, მხოლოდ დასაწყისია, მოემზადეთ გაცილებით უარესისთვის გაზაფხულზე“, - განაცხადა ვაშაძემ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 0

წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის ეკლესია

(224) 650-0238
Manville, NJ
  • 40

Natalia Vassilieva

(718) 676-9061
BROOKLYN, NY
  • 60

საქართველოს საელჩო ამერიკის შეერთებულ შტატებში

(202) 387-0864
Washington, D.C.