22/01/201 257 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გიგი უგულავა - გასაოცარი დემოკრატიის მეშვიდე წელს, ევროპარლამენტიდან გასაოცარ კრიტიკას ვიღებთ

გასაოცარი დემოკრატიის მეშვიდე წელს, ევროპარლამენტიდან ვიღებთ გასაოცარ კრიტიკას,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განაცხადა. როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს პარტნიორები ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილს აკისრებენ, რაც ადასტურებს იმას, რომ მათ კარგად ესმით, თუ ვინ იღებს რეალურად გადაწყვეტილებებს.
"პრაქტიკულად არავის მსოფლიოში, ვინც საქართველოზე ფიქრობს, საქართველოს მეგობრებს, არავის სჯერა ივანიშვილის ვერსიის, რომ თურმე იქ დაჩი ბერაიამ და ხუნდაძემ ხმა აიმაღლეს და ამბოხი მოაწყვეს. კატეგორიული მოთხოვნაა პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით და აქაც სრულიად ყველაფერს აეხადა ფარდა. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპარლამენტარები იმ ადამიანებს, ვინც დღეს უკანონოდ იმყოფებიან ციხეში, უწოდებენ პოლიტპატიმრებს. ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც აღარ დარჩა დამოუკიდებელი ტელევიზია, რომლის დირექტორი ან მფლობელი დაკითხვაზე არ დადის, ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ყველა პოლიტიკური ლიდერი ან დასაჭერთა სიაშია ან დაჭერილია და მიდის გამალებული რეპრესიები. ყველაფერ ამას ემატება ის გარემოება, რომ პრაქტიკულად ტრენდი იქმნება მსოფლიოში, რომ აგერ პუტინიც კი, რომელიც თავისი ვადის კიდევ უფრო გახანგრძლივებას ცდილობს, ბაძავს იმ სისტემას, რომელიც ივანიშვილმა ჩამოაყალიბა არაფორმალური მმართველობის პირობებში. მთავარი რაც არის, ივანიშვილმა არაფორმალური მართვა იმიტომ კი არ გადაწყვიტა, რომ ეზარებოდა მართვა, თუმცა, ესეც არის, გადაწყვიტა იმიტომ, რომ არ გამოჩენილიყო, დამალულიყო და ეს საქმეები პირდაპირ, ასე ვთქვათ, არ შეტენოდა, მაგრამ აქაც მან სრული ფიასკო განიცადა, რადგან ვნახეთ ევროპარლამენტში პასუხისმგებელი არავის უხსენებია მათ შორის გახარიაც კი, არამედ ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ივანიშვილი და ეს ყველას კარგად აქვს გასიგრძეგანებული. ამიტომ, ვერც პასუხისმგებლობას გაექცევა და შესაბამისად, „ქართული ოცნება“ რაც უფრო გააჭიანურებს პროცესს ნორმალური საარჩევნო სისტემის დაბრუნებისკენ, მანამდე ეს კრიტიკა არ დამთავრდება, მეტიც იქნება შეუქცევადი და საბოლოო ჯამში, „ქართულ ოცნებას“ მიიყვანს სრულ დელიგიტიმაციამდე,“- განაცხადა გიგი უგულავამ.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

ია შუბითიძე

(706) 242-7354
Cumming, GA
  • 100

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
NO IMAGE
  • 60

ლია ბარნაბიშვილი

(718) 490 3179
,
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA