Babajana
 
სახელი (ნიკი) პაროლი  
რეგისტრაცია   | პაროლის აღდგენა
News მთავარი   ამბები   ვიდეო TV ტელევიზია   ინსტრუმენტი B განცხადებები Games თამაში   გაცნობა   ფოტო Radio რადიო Amazon ამაზონი

სტიქიით დაზარალებულ 2768 ბენეფიციარს კომპენსაციის მიღება დღეიდან შეუძლია

http://i.imgur.com/hjqr9aS.jpg
ფოტო © ipn.ge

კახეთში სტიქიით დაზარალებულ 2 768 ბენეფიციარს კომპენსაციის მიღება დღეიდან შეუძლია. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდან აცნობეს, 2768 ბენეფიციარს საბანკო ანგარიშებზე თანხა უკვე ჩაერიცხა. სიაში მოხვდნენ კახეთის ხუთივე მუნიციპალიტეტის - საგარეჯოს, გურჯაანის, თელავის, ყვარლისა და ლაგოდეხის დაზარალებულები.
ბენეფიციარებს თანხის აღება დღეიდან ბანკ "ქართუს" თელავისა და თბილისის ფილიალებში შეუძლიათ.
დაზარალებულთა სიები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ხუთივე მუნიციპალიტეტის გამგეობებს უკვე გადაუგზავნა. იმისათვის, რომ დააზუსტონ, მოხვდნენ თუ არ პირველი ტრანშის სიაში, მოქალაქეებმა ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა მიმართონ. მოსახლეობას ინფორმაციის მიღება ასევე შეეძლება სოფლის რწმუნებულებთან. სიები, აგრეთვე, გამოქვეყნდება რეგიონული განვითარების სამინისტროს ვებ-გვერდზე - www.mrdi.gov.ge და სამინისტროს facebook-ის ოფიციალურ გვერდზე.
მომდევნო ბენეფიციართა სია ბანკ "ქართუს" უახლოეს დღეებში გაეგზავნება. მთლიანად, კომპენსაციების გაცემა, სავარაუდოდ, 5-6 კვირა გაგრძელდება.
იმისათვის, რომ მთელი პროცესი წარიმართოს დაგეგმილი გრაფიკის მიხედვით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო თხოვს დაზარალებულ მოქალაქეებს, იყვნენ მაქსიმალურად ყურადღებით, დამატებითი ინფორმაცია მიიღონ ადგილობრივ გამგეობებში, რომლებიც სრულად იქნებიან ინფორმირებულნი ყველა პროცედურასთან დაკავშირებით.


წყარო: ipn.ge ნახვები: 926 კომენტარი: 0




უკან დაბრუნება  

ინფორმაცია
Guest ჯგუფში მყოფ მომხმარებელს არ შეუძლია კომენტარის დამატება.
vovas oqros Tevzi ვოვას ოქროს თევზი
Enigma

ტელევიზია

1 ARKHI პირველი არხი 1 Kavkaz მეორე არხი
Rustavi 2 რუსთავი 2 Maestro მაესტრო
1 ARKHI იმედი Vesti მეცხრე არხი
Real TV რეალ ტი-ვი    

რადიო

Radio Amra ამრა Radio Ar Daidardo Live არ დაიდარდო
Radio Palitra პალიტრა Radio Fortuna + ფორტუნა +
Radio Hereti + ჰერეთი Radio 1 1 რადიო

აფიშა

დაამატე
saqarTvelos damoukideblobis dRe niu-iorkSi საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ნიუ-იორკში
qarTuli xmebi - 15 ivnisi, bruklini ქართული ხმები - 15 ივნისი, ბრუკლინი
PC Repair

ანეგდოტები

დაამატე
სვანს ჯაჭვის პერანგი იღლიასთან დაუჟანგდა
           
  • წესები
  • კონფიდენციალობა
  • შეცდომა საიტზე