13/01/211 509 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ივანიშვილის წამოცდენა სააკაშვილზე - პრეზიდენტი, სამივე დონის სასამართლოთი მისჯილი აქვს, დევნაშია

მილიარდერმა, "ქართული ოცნების" ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ინტერვიუში, ირიბად დაადასტურა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი იდევნება. 
მისი ფრაზა, რომელიც ინტერვიუს იმ ნაწილში წარმოთქვა, როცა მიხეილ სააკაშვილზე საუბრობდა, პრაქტიკულად, ემთხვევა ოპოზიციის ჯანსაღი ნაწილის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი "ოცნების" ხელისუფლების მიერ იდევნება.
საზოგადოებას ვერ წარმოუდგენია, როგორი წარმოდგენა ჰქონდათ ევროპასა და ამერიკაში, როგორ ახერხებდნენ ისინი, შავი თეთრად გაეყიდათ, რა ფესვები ამოვძირკვეთ ჩვენ ყოველგვარი განაკაწრის გარეშე. დღეს არც ერთი თავმოყვარე პოლიტიკოსი მას ხელს არ ჩამოართმევს. გაიხსენეთ, რამდენიმე საქმეზე მსჯავრდებული პრეზიდენტი, სამივე დონის სასამართლოთი მისჯილი აქვს, დევნაშია", - ამბობს ინტერვიუში ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საუბრისას.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
Georgian Bread