13/01/21737 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ყველაფერი მიანიშნებს, რომ ახალი წლის ზეიმებს მოსახლეობა თავშეკავებულად შეხვდა - იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, მოხარულია, რომ ახალი წლის ზეიმებს მოსახლეობა თავშეკავებულად შეხვდა. მისი თქმით, ბოლო ერთი კვირის მონაცემებიც არ არის საგანგაშო.
"ზუსტად შემეძლება ვთქვა ამ კვირის ბოლოს, თუმცა ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ნუ მაქსიმალურად თავშეკავებულად შეხვდა ჩვენი მოსახლეობა ახალი წლის ზეიმებს, ძალიან მიხარია ეს იმიტომ, რომ არ ჩანს ძალიან დრამატული მატება", - განაცხადა იმანაძემ.
მისივე თქმით, ყველაფერი შედარებითია და ახლა 1 800-1 600 შემთხვევაზე ჩამოსვლა უხარიათ, თუმცა ეს მონაცემები იმის საშუალებას არ აძლევთ, რომ დამშვიდდნენ. 
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
Georgian Bread