"ფეიკ ნიუსია" - შსს “მთავარი არხის" მიერ გასაჯაროვებულ წინასაარჩევნო სქემას პასუხობს
შინაგან საქმეთა სამინისტრი, გუშინ, "მთავარი არხის" ეთერში გასულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც "მთავარმა არხმა" გამოააშკარავა სქემა, რომლითაც "ოცნების" პოლიტიზებული ძალოვანი უწყებები არჩევნებზე გავლენის მოხდენას ცდილობენ. უწყება ამ სიუჟეტს მიზანიმართულ დისკრედიტაციად აფასებს და ამბობს, რომ პოლიტიკურად ნეიტრალურია.
"ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თითქოს პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან არის "ფეიკ ნიუსი" და არ შეესაბამება სიმართლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას", - წერია უწყების განცხადებაში."მთავარი არხის" ინფორმაციით, ასზე მეტი ოფიცერი რეგიონებში საგანგებო დავალებით არის მივლენილი. ხელმძღვანელობისგან მათ მიღებული აქვთ დირექტივები, რომ "ოცნებისთვის" უზრუნველყონ ხმების მობილიზება კონკრეტულ უბნებში, საჭიროების შემთხვევაში ზეწოლის და მუქარის გამოყენებით.
-
1 საათზე, 21 სექ
-
12 საათზე, 21 სექ
-
12 საათზე, 21 სექ
-
12 საათზე, 21 სექ
-
12 საათზე, 21 სექ
-
9 საათზე, 20 სექ
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
20 სექტემბერი
-
20 სექტემბერი
-
20 სექტემბერი
-
20 სექტემბერი
-
20 სექტემბერი
-
20 სექტემბერი
-
20 სექტემბერი
-
20 სექტემბერი
-
20 სექტემბერი
-
20 სექტემბერი