ირაკლი სესიაშვილი - ქვეყანაში კრიმინალი არ გაზრდილა, დღეში 100-150 დანაშაული ხდება
დღეში დაახლოებით 100-150 დანაშაული ხდება და თუ მედია ყველას გააშუქებს, მერწმუნეთ, რომ მოსახლეობა ქუჩაში აღარ გავა, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყანაში კრიმინალი არ გაზრდილა.
“ძალიან რთულია მოსახლეობას ესაუბრო კრიმინოგენურ მდგომარეობაზე, როდესაც ყოველდღიურად ეთერში უყურებს სხვადასხვა ფაქტს, მათ შორის მკვლელობას, ძარცვას, ყაჩაღობას და ა.შ. არის სტატისტიკა, რომელიც ბევრს არ მოსწონს, მაგრამ ეს რეალობაა და ამ სტატისტიკის მიხედვით, მძიმე დანაშაულებები ქვეყანაში წინა ხელისუფლების მმართველობასთან შედარებით შემცირდა 2,5-3-ჯერ. გასაგებია, რომ წინასაარჩევნო ვითარებაში ვიმყოფებით და პოლიტიკური ოპონენტები ცდილობენ, რომ სიტუაცია დაძაბონ იმიტომ, რომ მთლიანად ამ წლების განმავლობაში ატარებენ ამ საინფორმაციო პოლიტიკას, რომ ქვეყანაში მძიმე სიტუაციაა, აპოკალიფსია, ეკონომიკა იღუპება და ა.შ. თუ მივყვებით სტატისტიკას, მკვლელობის და ყაჩაღობის ფაქტები 2004 წლიდან 2012 წლამდე სულ გაშუქდა 15-20 ფაქტი მთელი 8 წლის განმავლობაში იმიტომ, რომ მთლიანად საინფორმაციო პოლიტიკას აკონტროლებდა წინა ხელისუფლება. თუ ყოველ მეორე და მესამე ნიუსად გავუშვებთ კრიმინალურ ფაქტებს, მაშინ მოსახლეობას დარჩება შთაბეჭდილება, რომ ქვეყანაში კრიმინალმა იმატა, მაგრამ რეალურად კრიმინალი ქვეყანაში არ გაზრდილა“,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

-
5 საათზე, 21 სექ
-
5 საათზე, 21 სექ
-
5 საათზე, 21 სექ
-
3 საათზე, 21 სექ
-
3 საათზე, 21 სექ
-
3 საათზე, 21 სექ
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
21 სექტემბერი
-
20 სექტემბერი
-
20 სექტემბერი
-
20 სექტემბერი
-
20 სექტემბერი
-
20 სექტემბერი
-
20 სექტემბერი