23/10/201 446 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ირაკლი სესიაშვილი - „ნაციონალების“ შს მინისტრი ორ გვამს ითხოვდა, ჩვენმა მინისტრმა ყველაფერი გააკეთა 43 ადამიანის უვნებლად გამოსაყვანად

ძალიან მალე, დარწმუნებული ვარ, თავდამსხმელი იქნება დაკავებული და შემდეგ ჩახედონ ჩვენმა ოპონენტებმა თავიანთ წარსულს და მინისტრ გომელაურს თვალებში, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის ფაქტზე საუბრისას განაცხადა.
ამასთან, სესიაშვილი გამოეხმაურა ოპონენტების შეფასებასაც, რომელთა აზრითაც ვახტანგ გომელაური არაეფექტური მინისტრია და აღნიშნა, რომ შს მინისტრმა ყველაფერი გააკეთა, რათა ბანკზე თავდასხმისას მძევლები უვნებლად გამოსულიყვნენ.
„როდესაც შედარებას ვაკეთებთ - „ნაციონალების“ მმართველობის დროს გვყავდა მინისტრი, რომელიც ღიად, დაუფარავად ორ გვამს ითხოვდა, ჩვენ გვყავს მინისტრი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ 43 ადამიანი ძალიან რთული ვითარებიდან გამოსულიყო უვნებლად იმიტომ, რომ თავდამსხმელი იყო ძალიან კარგად მომზადებული, შეიარაღებული, ხელყუმბარა ჰქონდა გახსნილი. ვახო გომელაური არის ერთ-ერთი პროფესიონალი და გამორჩეული მინისტრი. ვერც ერთი ჩვენი ოპონენტის პოლიტიკური კაპრიზის და ინტერესების გამო მისი პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება. მეტიც, მან ძალიან ვაჟკაცური გადაწყეტილება მიიღო, როდესაც სამხარეო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩაანაცვლა მძევლებს იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა დაცული ყოფილიყო. თუ ვინმე ამბობს, რომ ვახომ არასწორად იმოქმედა, მაშინ პასუხისმგებლობა აეღო იმაზე, რომ სპეცოპერაციისას ვინმე დაიღუპებოდა. ამას ვერ ხვდებიან.
უტიფრობაა, როდესაც ადამიანი სიცოცხლის გადასარჩენად ყველაფერს გააკეთებს და ამას მარტივ გზას უწოდებ. ამ ოპერაციას, რასაც მძევლების გათავისუფლება ერქვა, ამას სჭირდება პირველი - პოლიტიკური ნება, მეორე- პროფესიონალური მიდგომა, მესამე არის ის, რომ სპეცოპერაცია არ დასრულებულა. ეს ოპერაცია გრძელდება“, - განაცხადა სესიაშვილმა.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 80

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA