17/10/201 056 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

კახა კალაძე ბათუმში „ნაცმოძრაობის“ ღონისძიებაზე - გუშინდელი ფაქტი ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა იყო

გუშინდელი ფაქტი იყო ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების შეკრების ფაქტს ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც კახა კალაძე აცხადებს, საზოგადოება, ხელისუფლება და ეპიდემიოლოგები, ერთ მხარეს არიან, ოპონენტები კი კორონავირუსის მხარეს.
„ ვიცით, რომ მთელი მსოფლიო ებრძვის ამ ვირუსს. მინდა გავიხსენო ვირუსის გავრცელების პირველი ტალღა. მაშინ დავინახეთ, რომ ერთ მხარეს იყო მთავრობა, საზოგადოება და ეპიდემიოლოგები, ექიმები ვინც ყოველდღიურ რეჟიმში იბრძოდნენ ვირუსის შეკავებისთვის და ადამიანების გამოჯანმრთელებისთვის, მეორე მხარეს კი იყვნენ ჩვენი ოპონენტები.
მეორე ტალღას რაც შეეხება, აქაც იგივე მდგომარეობა გვაქვს. საზოგადოება, ხელისუფლება, ეპიდემიოლოგები, დარგის სპეციალისტები არიან ერთ მხარეს, ოპონენტები კი ვირუსის მხარეს, რაც ძალიან ცუდია.
ასეთ დროს, ყველა და ყველაფერი, არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია თუ ხელისუფლება, ყველა ერთიანდება. სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ ხდება. ეს უპასუხისმგებლობის დამადასტურებელი შემთხვევა იყო.
რაც შეეხება საარჩევნო კამპანიას, ხედავთ საარჩევნო კამპანიას, ჩვენ შეხვედრებს როგორ ატარებს პასუხისმგებლიანი პოლიტიკური პარტია. შეხვედრებზე ადამიანები პირბადეებით იმყოფებიან და დაცულია სოციალური დისტანცია. ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს ამის შესაძლებლობა“,-განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, გუშინ ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმა მსვლელობა და აქცია გაიმართეს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

გენ. საკონსულო ნიუ იორკში

(212) 922-1722
New York, NY
  • 60

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 100

DudAna

(718) 864-2140
Forest Hills, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA