13/10/201 900 ნახვა წყარო: netgazeti.geფოტო: netgazeti.ge

“ივანიშვილმა 2019 წლის სექტემბერში დამირეკა და რუკის მოძიება მთხოვა” – ხიდაშელი

დავით ხიდაშელი, რომელიც ე.წ “კარტოგრაფების საქმეში” ფიგურირებს აცხადებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის ამსახველი რუკის მოძიება მას ბიძინა ივანიშვილმა 2019 წელის სექტემბერში სთხოვა.ხიდაშელი “რუსთავი 2-თან” ამბობს, რომ 25 წელია შვეიცარიაში ცხოვრობს და მსოფლიოს 40 ქვეყანაში ბიზნესსაქმიანობას ეწევა მათ შორის კი სატელეკომუნიკაციო, მედიცინისა და ბიოტექნოლოგიების მიმართულებით საქმიანობას ასახელებს.
რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან კავშირს, ხიდაშელი აცხადებს, რომ პირველად “ქართული ოცნების” დამფუძნებელს 2017 წელს შეხვდა და სწორედ მაშინ გაიცნო:
“2017 წელს შევხვდი პირველად, მაშინ გავიცანი. ხშირი კონტაქტი არ მქონია. 2019 წლის სექტემბერში დამირეკა, ჩემთვის შოკისმომგვრელი ინფორმაცია მომაწოდა. საქართველო აზერბაიჯანის საზღვართან, დავითგარეჯთან დკავშირებით პრობლემა შეიქმნაო. მთხოვა რუკა მომეძიებინა. დაურეკე ღარიბაშვილს მან იცის დეტალებიო. რომ ვიცი რა საშუალებები და რესურსები აქვს ბიძინა ივანიშვილს, გამიკვირდა, გამიკვირდა როგორ შეიძლება მმოეთხოვა შვეიცარიაში მაცხოვრებელი ვიღაც ქართველისთვის დახმარება” – ამბობს ხიდაშელი “რუსთავი 2-თან”.
მისი თქმით, ამის შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს დაურეკა, რომელმაც უწყების კარფოგრაფიული სამსახურის ნომერი მისცა და უთხრა, რომ დეტალებს ისინი მოუყვებოდნენ თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ მისი თქმით, ტელეფონში ვრცლად საუბრისგან ყველა თავს იკავებდა და თავადაც საქართველოში არ იმყოფებოდა, დახმარება მეგობარს, ბეჟან მაისურაძეს სთხოვა:
“მე დავრწმუნდი, რომ დავიწყე ჩაძიება, ფულით ეს საქმე ასე იოლად ვერ გადაწყდებოდა. დავურეკე ღარიბაშვილს, მან მომცა კარტოგრაფიული სამსახურის ნომერი და მითხრა ისინი მოგიყვებიან დეტალურად რას ვეძებთ და რა გვაინტერესებსო. ბეჟან მაისურაძეს ვთხოვე თუ შეიძლება თავდაცვის სამინისტროში მიხვიდე, გაიგო რა უნდათ და გამოართვა საბუთები ვინაიდან ტელეფონში არ მელაპარაკებიან” – ამბობს ხიდაშელი “რუსთავი 2-თან”.
მისი თქმით, მისთვის ასევე არ არის ცნობილი არის თუ არა მისი მეგობარი ბეჟან მაისურაძე იგორ გიორგაძესთან დაკავშირებული პირი და აღნიშნავს, რომ ასეც რომ იყოს, არ აინტერესებს, რადგან მას მხოლოდ თავდაცვის სამინისტროდან დოკუმენტაციის წამოღება და მისთვის გადაგზავნა სთხოვა:
“იგორ გიორგაძესთან  ფონდი “თანამემამულის” დაფუძნებაზე პირველად გავიგე  და მემგონი თითონაც არ ახსოვდა მაგის შესახებ. მე რაც ვიცი 20 000 ბეჟან მაისურაძეა საქართველოში. ჯერ არ მისაუბრია, გზაშია და რომ ჩამოვა გავესაუბრები. არ მაინტერესებს გინდა გიორგაძესთან ჰქონდეს კავშირი, ვთხოვე მეზობელს მისულიყო და გადმოეცა ჩემთვის ეს დოკუმენტაცია. როგორც ვიცი, შეხვდა კარტოგრაფიის სამსახურს, გადმოსცეს რამდენიმე საბუთი და რუკა, რომელიც გამომიგზავნა” – ამბობს ხიდაშელი. 
მისი თქმით ამის შემდეგ, მასალების მოძიება დაიწყო, რომელიც თავდაცვის სამინისტროს გადასცა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 80

Oda House

(646) 998-5152
New York, NY
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 0

GFlex

(322) 052704
Tbilisi,