13/10/201 450 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ ვიგებთ დამაჯერებლად, მაგრამ ახლა ის დროა, ყველანი გავიდეთ ველზე, მარტო "ფეისბუქზე" წერა საკმარისი არ არის

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ დამაჯერებლად იგებს, თუმცა ახლა დასაკარგი დრო არ არის. როგორც ის „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, შესაძლოა, ხელისუფლებას „ბევრი ხრიკი ჰქონდეს მომზადებული“, ამიტომ მათ ამის საშუალება არ უნდა მიეცეთ.
„31 ოქტომბერს არ გვაქვს ჩვეულებრივი არჩევნები, ეს არის ისტორიული არჩევნები იმიტომ, რომ ამ არჩევნებზე, 31 ოქტომბერს გადაწყდება, საქართველო გაქრება რუკიდან, ქართული სახელმწიფოს იდეა მოკვდება, თუ ქართველი ხალხი გამარჯვებას მოიპოვებს. ამიტომ, მინდა მოგმართოთ „ნაციონალური მოძრაობის“, გაერთიანებული ოპოზიციის სიის წევრებს და ყველა აქტივისტს, ჩვენ ვიგებთ დამაჯერებლად, მაგრამ ახლა ის დროა, რომ ყველანი გავიდეთ ველზე, რადგან მათ კიდევ ბევრი ხრიკი აქვთ მომზადებული, კიდევ ბევრი რამ აქვთ ჩაფიქრებული და ამის კეთების საშუალება რომ არ მივცეთ, თავი არ უნდა წამოვაყოფინოთ, ყველგან უნდა ვიყოთ, შევესიოთ, ხალხთან მივიდეთ, ყველას დაველაპარაკოთ, მარტო „ფეისბუქზე“ წერა საკმარისი არ არის, თუმცა ეს მნიშვნელოვანია. პირადი კონტაქტით თითოეული ადამიანი დავარწმუნოთ, რომ ღირს არჩევნებში მონაწილეობა. მართლაც თითოეული ადამიანის ხელშია ქვეყნის ბედი. მოდით ვიმუშავოთ. არ არსებობს არც ერთი ზედმეტი ადამიანი. ახლა არცერთი წუთი არ გვაქვს დასაკარგი. ყოველი წუთი არის ძვირფასი. მე თვითონ ვითვლი ახლა ყოველ წუთს. ჩვენ გვრჩება ძალიან ცოტა დრო იმისთვის, რომ ძალიან დამაჯერებელი გამარჯვება მოვიპოვოთ და გამარჯვება იქნება, თუ ყველანი ჩვენს ინდივიდუალურ გამარჯვებას მოვიპოვებთ“,-აცხადებს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • კურიერი - 28 ნოემბერი, 2022.
      9 საათზე, 28 ნოე
    • მთავარი 9-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      9 საათზე, 28 ნოე
    • ქრონიკა 8-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • ფორმულა 8-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • პირველები - 28 ნოემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 ნოე
    • მთავარი 6-ზე - 28 ნოემბერი, 2022.
      6 საათზე, 28 ნოე

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • მხოლოდ ლელასთან - 28 ნოემბერი, 2022. ეკა ბერუაშვილი
      28 ნოემბერი
    • ბარიერი - 28 ნოემბერი, 2022. ლაშა ტუღუში
      28 ნოემბერი
    • პოლიტიკის ფორმულა - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • საჯარო პოლიტიკა - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • ფარული კონვერტი - 28 ნოემბერი, 2022. გაბრიელა რომანოვა
      28 ნოემბერი
    • სპექტრი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის სტუმარი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის ამბები - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • კომენტარი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის ამბები - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის სტუმარი - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
    • დღის ამბები - 28 ნოემბერი, 2022.
      28 ნოემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 0

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

წმ. დავითის სახელობის მონასტერი

Hanover Township, PA
  • 80

Irine Javakhadze

(215) 519-5678
Southampton, PA
  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA
  • 80

HM Cabinets

(609) 240 6277
West Windsor, NJ