13/10/20990 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

გია ვოლსკი - სააკაშვილის სახელი ჰქვია ყველა იმ ტყვიას, რომელიც მოხვდა ადამიანებს და გამოასალმა სიცოცხლეს

სააკაშვილის სახელი ჰქვია ყველა იმ ტყვიას, რომელიც მოხვდა ადამიანებს და გამოასალმა სიცოცხლეს,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან, მიხეილ სააკაშვილის წინასაარჩევნო გეგმებისა და მისი განცხადებების შეფასებისას განაცხადა. ვოლსკის თქმით, არ შეიძლება იმაზე საუბარი, არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი ის ადამიანი, რომელიც ქვეყანას პროგრესს მოუტანს.
„სააკაშვილი დესტრუქციული ძალაა, მან ძალიან მძიმე მემკვიდრეობა დაუტოვა ქვეყანას. რასაკვირველია, რაღაც პროგრესული ნაბიჯებიც იყო თავიდან, მაგრამ როცა ჩვენ ვლაპარაკობთ უამრავ ადამიანზე, რომელიც ეწამა, სიცოცხლე, ჯანმრთელობა, საცხოვრისი, ქონება დაკარგა და იმაზე, რომ საქართველომ დაკარგა ტერიტორიების მნიშვნელოვანი ნაწილი, რასაკვირველია არ უნდა ვსაუბრობდეთ იმაზე, არის თუ არა სააკაშვილი ადამიანი, რომელსაც შეუძლია პროგრესი უზრუნველყოს საქართველოში.
სააკაშვილის სახელი ჰქვია ყველა იმ ტყვიას, რომელიც მოხვდა ადამიანებს და გამოასალმა სიცოცხლეს ან ისეთი ზიანი მიაყენა მის ჯანმრთელობას, რომ წლების შემდეგ კიდევ აქვს ეფექტი მის ცხოვრებაზე. ადამიანები, ცხედრები, ბრძოლის ველზე, მზის ქვეშ მიტოვებული - ამ ვითარებასაც ჰქვია სააკაშვილის სახელი; უამრავი მშვიდობიანი მოსახლე არ გამოიყვანეს თავის დროზე ამ საბრძოლო მოქმედებებიდან და გვიმტკიცებდნენ, რომ რუსეთი ამ კონფლიქტში არ მონაწილეობს, - ამასაც ჰქვია სააკაშვილის სახელი. დანარჩენი საზოგადოებამ უნდა შეაფასოს,"- განაცხადა ვოლსკიმ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 60

Shalva Ketsbaia

(347) 543 2282
,
  • 60

Tatyana Edwards-Behar

(619) 699-5875
San Diego, CA
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA