კარტოგრაფების საქმე - პროკურატურამ ზურაბ ნოღაიდელი გამოკითხა
კარტოგრაფების საქმეში, კიდევ ერთი ახალი ფიგურანტი, ზურაბ ნოღაიდელი ჩნდება. საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი შოთაძის უწყებამ გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხა. მთავრობის ყოფილი მეთაური, "მთავართან" გამოკითხვის ფაქტს ადასტურებს და ჩვენების შინაარსზე საუბარს, ის უახლოეს პერიოდში საჯაროდ გეგმავს.
ჯერჯერობით, უცნობია დაუსვეს თუ არა კითხვები ნოღაიდელს იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც საქმეში ახლა გაჩნდა.
საქმე ეხება აზერბაიჯანელი კოლეგისთვის, ყოფილი პრემიერის გაგზავნილ ოფიციალურ წერილს, რომ დავითგარეჯის ის ძეგლები, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა, სავალალო მდგომარეობაშია და სასწრაფოდ აღდგენას საჭიროებს. დოკუმენტს ხელს ზურაბ ნოღაიდელი საქართველს მთავრობის მეთაურის სახელით აწერს.
ყოფილი პრემიერის გამოკითხვის შესახებ არაფერი იციან დაკავებულების - ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატებმა. ზურაბ ნოღაიდელი, პროკურატურაში სავარაუდოდ მიზანმიმართულად, სწორედ მას შემდეგ დაიბარეს, რაც უფლებადამცველებს საქმის მასალები უკვე გადაცემული ჰქონდათ.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.