12/10/202 099 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

ხატია დეკანოიძე - როდესაც გიგი უგულავა მუშტზე და იდაყვზე საუბრობს, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს განცხადება არჩევნებზე მათი წაბორძიკებით არ დასრულდება

როდესაც მუშტზე და იდაყვზე საუბრობს გიგი, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს განცხადება არჩევნებზე მათი წაბორძიკებით არ დასრულდება, - ასე აფასებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე „ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადებას, სადაც ის ამბობს „სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას". ხატია დეკანოიძის განმარტებით, გიგი უგულავას განცხადება მძიმე მოსასმენი იყო, რადგან არ შეიძლება ოპოზიციური პარტია სხვა ოპოზიციურ პარტიას და ლიდერს ესხმოდეს თავს მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილი არსებობს.
„გულწრფელად ვამბობ, რომ ძალიან სევდიანი განწყობა მაქვს, როდესაც ამას ვუყურებ. არ შეიძლება ძალადობრივი შინაარსობრივი რეჟიმის არსებობისას, ისაუბრო ოპოზიციაზე და ოპოზიციის პარტიის ლიდერზე.
ვფიქრობ, „ევროპული საქართველო" და გიგის განცხადება ამ შემთხვევაში ნამდვილად არ შეუწყობს ხელს იმას, რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი წაიყვანონ. პირიქით, ეს „ევროპული საქართველოსთვის" უფრო დამაზიანებელი იქნება, ვინადაინ როდესაც ოპოზიციური პარტია საკუთარი თვითმყოფადობის გამოსაკვეთად ხედავს იმას, რომ ცილი დასწამოს, შეურაცხყოფა მიაყენოს და აქტიური ფრონტი გაშალოს სხვა ოპოზიციური პარტიის მიმართ, არ მგონია კარგად გამოკვეთავდეს მათ იდენტობას", -განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცნობისთვის, „ევროპული საქართველოს” ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი გიგი უგულავა, მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციური ერთობის წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს. როგორც უგულავა ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, ურჩხულთან ბრძოლაში სააკაშვილიც ურჩხულს დაემსგავსა.
„სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას“, - განაცხადა უგულავამ.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 60

Georgian bread

(215) 677-4323
PHILADELPHIA, PA
  • 60

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 40

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA