12/10/20965 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

სომხეთის თავდაცვის უწყება - აზერბაიჯანი მთიანი ყარაბაღის სამხრეთ მიმართულებას დილიდან ინტენსიურად ბომბავს

აზერბაიჯანის არმია მთიანი ყარაბაღის სამხრეთ მიმართულებას არტილერიის გამოყენებით დილიდან ინტენსიურად ბომბავს, - ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ.
გარდა ამისა, სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მათი ძალები ჰადრუტისა და ჯაბრაილის მიმართულებით თავდასხმების განხორციელებას შეეცადნენ.
„აზერბაიჯანის განცხადებები იმის შესახებ, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები ჰადრუტისა და ჯაბრაილის მიმართულებით თავდასხმას შეეცადნენ, უსაფუძვლოა,“- აცხადებენ სომხეთის თავდაცვის უწყებაში.
შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელსაც სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში მიაღწიეს, 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან მოქმედებს, თუმცა ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან რამდენიმე საათში მხარეებმა მის დარღვევაში ერთმანეთის დადანაშაულება დაიწყეს.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Eti Saladze

(718) 305-1606
Brooklyn, NY
  • 0

Alena Shautsova

(917) 885-2261
BROOKLYN, NY
NO IMAGE
  • 0

Law Offices of Dizengoff and Yost

(267) 223-5862
Philadelphia, PA
  • 100

Tatiana Aristova, Esq.

(215) 355-9095
FEASTERVILLE-TREVOSE, PA
  • 0

PA Auto Inspection

(215) 259-7500
Philadelphia, PA