11/10/201 674 ნახვა წყარო: ipn.geფოტო: ipn.ge

მეუფე ნიკოლოზი - ვიღაცას გადავაბრალოთ, რომ რუკა დამალა, ფული აიღო, აქედან არაფერი გამოვა, ეს პირდაპირი აგრესიაა

არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ გარეჯის მონასტერს! - ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს სამების საკათედრო ტაძარში განუცხადა. როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, გარეჯის უდაბნო ქართველების საკუთრებაა.
„პრინციპულად არ ვეთანხმები ასეთ დამოკიდებულებას, რასაც დღეს ვხედავთ. დავით გარეჯის უდაბნო იყო ყოველთვის საქართველო, ყოველთვის ქართული მონასტერი იყო და ეს მიწა ყოველთვის ქართული მიწა იყო. მცდელობა - ვიღაცას გადავაბრალოთ, რომ რუკა დამალა ვიღაცამ ფული აიღო, არაფერი აქედან არ გამოვა. ეს არის პირდაპირი აგრესია, მე ასე ვხედავ, თუმცა, არ ვიცი, საიდან და როგორ. სახარებაში წერია „არა არს დაფარული, რომელი არაგაცხადდეს“, ცოტა დრო გავა და ყველანი ყველაფერს გავიგებთ, ყველა გავიგეთ სოხუმი ვინ გაყიდა, გაგრა ვინ გაყიდა, ვინ აიღო ამაში ფული, ვინ არის მოღალატე. ეს ყველაფერი გაცხადდება. ახალგორი რატომ დავკარგეთ, კოდორის ხეობა სულ ცოტა ხნნის წინ, ან აფხაზეთი და ტაო-კლარჯეთი?! დადგება დრო და საქართველო ამ ტერიტორიებს აუცილებლად დაიბრუნებს. ჩვენი ბრალია ყველაფერი, ჩვენ არ ვვარგივართ, ქართველი ხალხი. ღმერთი ამ ყველაფერს მოგვცემს,როგორც თავიდან მოგვცა. გარეჯის უდაბნო ქართველების საკუთრებაა. დავით გარეჯელი ჩამოვიდა სირიიდან და შექმნა ეს საოცარი საუნჯე, საოცარი სამყარო და ამას ვერავინ წაგვართმევს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
კითხვაზე: ეთანხმებით თუ არა საპატრიარქოს პოზიციას, რომ საზღვრის სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომისიის მუშაობა „მოღალატეობრივია“? მეუფე ნიკოლოზმა უპასუხა: „მე პრინციპულად ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ასე დეტალებში ჩაღრმავება“.
„ არ მაქვს არავითარი სრულყოფილი ინფორმაცია, ვფიქრობ, არც საპატრიარქოს აქვს სრულყოფილი ინფორმაცია. ერთი ადამიანის ღალატთან არ არის ეს დაკავშირებული, ეს არის პირდაპირი აგრესია ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ. ვისგან მოდის, საიდან მოდის, ვინ არის მოღალატე, ამ სახელებს ადრე თუ გვიან ყველანი გავიგებთ. დავით გარეჯი იყო და იქნება საქართველო, ვინც რა ღონისძიება არ უნდა ჩაატაროს. შეიძლება დღეს დავკარგოთ და ხვალ დავიბრუნოთ“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
მისივე თქმით, მართლმადიდებლური ეკლესია იცავს საქართველოს მთლიანობას. მან ისაუბრა ასევე ეკლესიის მისამართით გაკეთებულ ბრალდებებზე.
„არსებობს ასეთი აზრი, რომ ყველაფერი ეკლესიას უნდა დააბრალო და ყველაზე დიდი მოღალატე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიაა. ეს ასე არ არის. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იცავს საქართველოს მთლიანობას, ეკლესიის მთლიანობას. რაც შეეხება რუსეთს, ახალი ამბავი არ არის, რომ მეზობელი სახელმწიფოა, რომელსაც ინტერესი აქვს საქართველოში, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. 21-ე პროცენტს დაიმატებს თუ არ დაიმატებს ამით არსი მოვლენების არ იცვლება“, - აღნიშნა მეუფე ნიკოლოზმა.
რაც შეეხება ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის დაკავებას, როგორც მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, მას არ აქვს ინფორმაცია, რამდენად სწორი ბრალდებით არიან ისინი დაკავებულები.
„არ მაქვს ინფორმაცია ამ ადამიანების კრიმინალური დანაშაულის შესახებ. რასაც ტელევიზიიდან გავიგებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ნამდვილად ასეა. მით უმეტეს, ძალიან ხშირად ხდება სხვადასხვა არხების და ჟურნალისტების მიერ ინფორმაციის პირდაპირ გაყალბება. ვიღაც ერთმა ადამიანმა რა კრიმინალური დანაშაული ჩაიდინა ამაზე როგორ უნდა ვიმსჯელოთ? ჩვენ პრინციპულად ვამბობთ ერთ რამეს - დავით გარეჯი არის საქართველო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილება და ასე იქნება ქრისტეს მეორედ მოსვლამდე.
ვერავითარ ნდობას ვერ გამოვუცხადე ვერავის და ვერც სახელმწიფოს, თუ ჩვენ გარეჯში მისვლის და ლოცვის უფლება არ გვექნება. რაც შეეხება იმას, რომ ეკლესიის და სახელმწიფოს პოზიციები არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ემთხვევა ერთმანეთს, ეს ძალიან კონკრეტული საკითხებია და ხან არის ხან არ არის, ვიღაცის ემთხვევა, ვიღაცის არ ემთხვევა. არავითარ შემთხვევაში არ დავთმობთ გარეჯის მონასტერს!“ - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • კურიერი 12-ზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მოამბე 12 საათზე - 2 თებერვალი, 2024.
      12 საათზე, 2 თებ
    • მთავარი 9-ზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • მოამბე 21 საათზე - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ
    • კურიერი - 1 თებერვალი, 2024.
      9 საათზე, 1 თებ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • ვანოს შოუ - 2 თებერვალი.
      3 თებერვალი
    • მრგვალი მაგიდა - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • სხვა რაკურსი - 1 თებერვალი, 2024.
      2 თებერვალი
    • ღამის მთავარი - 1 თებერვალი, 2024. ნიკა გვარამია
      1 თებერვალი
    • რეაქცია - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პოლიტმეტრი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • ანეგდოტების შოუ - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • პირველი ხაზი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • განკითხვის დღე - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • სპექტრი - 1 თებერვალი, 2024. გედევან ფოფხაძე
      1 თებერვალი
    • დღის სტუმარი - 1 თებერვალი, 2024.
      1 თებერვალი
    • საქმის კურსი - 1 თბერვალი, 2024.
      1 თებერვალი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 60

ღვთისმშობლის შობის სამრევლო ბრუკლინში

(347) 417-1741
Brooklyn, NY
  • 60

Larisa Tenberg

(215) 713-6464
PHILADELPHIA, PA
  • 60

Sendex

(929) 442 1252
Brooklyn, NY
  • 60

წმ.მარიამ მეგვიპტელის მართლმადიდებელი სამრევლო

New York, NY