10/10/201 270 ნახვა წყარო: mtavari.tvფოტო: mtavari.tv

ერთ მხარეს ესენი დასვან, მეორე მხარეს კომისიის წევრები - ივერი მელაშვილის ცოლი საჯარო გამოძიებას ითხოვს

დავითგარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფების მხარდასაჭერ აქციაზე ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე, მივიდა და მთავრობას საქმის საჯარო გამოძიებისკენ მოუწოდა.
„შეიძლება კიდევ რამე მოახერხონ არჩევნებამდე, ძალიან მეშინია, მეშინია მისი ჯანმრთელობის გამოც. ძალიან გთხოვთ მხარში დამიდექით, მადლობას გიხდით და ღმერთმა დაგლოცოთ, - მიმართა მან აქციის მონაწილეებს. 
თამარ სულაძემ ამ საქმეში სასულიერო პირების ჩართულობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა:
"რაც შეეხება მამაოებს, მე მაინც არ მჯერა რომ საპატრიარქოს ყველა წევრი არის ამ ბინძური ბრალდების მომხრე. თავად ჩემს მეუღლეს ჰქონია შეხვედრა პატრიარქთან, რომელმაც ჯვარი აჩუქა და მან იცოდა, რომ ის იყო წესიერი და კარგი ადამიანი, ეჭვი მეპარება ეს მისგან მოდიოდეს.
მაგრამ არიან ზოგიერთნი, რომლებიც ან დილეტანტობის გამო კარგად ვერ ერკვევიან, არ არიან სპეციალისტები და ნახეს არასრულფასოვანი რუკა და ახლა ამ რუკაზეა საუბარი ან მეორე მეორე, უფრო უარესი, რომელიც არ მინდა რომ ვიფიქრო, მაგრამ შეიძლება ეს ვიღაცის დავალებების გამოა და თუ ეს ასეა, მე მგონი, ჩემზე უკეთ იციან სასულიერო პირებმა რომ უდიდესი ცოდვაა, როდესაც ცილს სწამებ ადამიანებს და მათ საშინელი სასჯელი ელოდებათ აქაც და იმ სამყაროშიც. მე მოვუწოდებ რომ გონზე მოვიდეს ყველა,  ნუ განაგრძობენ ამ ცილისწამებას და გაარკვიონ სიმართლე.
თუ მათ მართლა უნდათ ამ საქმის გამოძიება, დასვან იმ კომისიის წევრები და დასვან მეორე მხარეს ესენი და მოხდეს გარჩევა, არის იქ შეცდომა თუ არა, რადგან ვიცი რომ დანაშაული იქ არ იქნება.
ან არის დილეტანტიზმი და რაღაცას კარგად ვერ იგებენ, ამ ამ შემთხვევაში აუხსნიან და ისინი შეცვლიან გადაწყვეტილებას. გააკეთონ ხალხის დასანახად, საჯაროდ და დავინახავთ არის იქ შეცდომა თუ არა, ის კომისიაა მართალი თუ ეს", - განაცხადა თამარ სულაძემ აქციაზე.

share on FacebookShare on Twitter უკან დაბრუნება წინა სტატია შემდეგი სტატია გასაჩივრება

      საინფორმაციო გამოშვებები

    • მთავარი 9-ზე - 28 სექტემბერი, 2022.
      9 საათზე, 28 სექ
    • კურიერი - 28 სექტემბერი, 2022.
      9 საათზე, 28 სექ
    • მოამბე - 28 სექტემბერი, 2022.
      9 საათზე, 28 სექ
    • პირველები - 28 სექტემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 სექ
    • ქრონიკა  - 28 სექტემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 სექ
    • ფორმულა 8-ზე - 28 სექტემბერი, 2022.
      8 საათზე, 28 სექ

    • ბოლოს დამატებული გადაცემები

    • იმედი LIVE - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
    • ღამის კურიერი - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
    • პირველი ხაზი - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
    • საჯარო პოლიტიკა - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
    • ბარიერი - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
    • გიორგი თარგამაძის ფორმულა - 28 სექტემბერი,2022. დარიალის კარის დილემა — როგორ დავაზღვიოთ გაზრდილი რისკები? ▪️ რა პოლიტიკა უნდა გვქონდეს აფხაზების, ოსების, ჩრდილო კავკასიელების მიმართ კრიზისში
      28 სექტემბერი
    • სპექტრი - 28 სექტემბერი, 2022. შაკვა ნათელაშვილი
      28 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
    • დღის ამბები - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
    • კომენტარი - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
    • საქმის კურსი - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
    • დღის სტუმარი - 28 სექტემბერი, 2022.
      28 სექტემბერი
HM Cabinets

ბიზნეს დირექტორია

ამერიკაში არსებული ბიზნესების და პროფესიონალების ჩამონათვალი

  • 100

Gzavnili

(718) 676-0022
Brooklyn, New York
  • 0

წმ.თამარ მეფის ეკლესია

(571) 213-8895
Washington, D.C.
  • 80

Mano SPA

(347) 355-2846
Brooklyn, NY
  • 100

Barami

(201) 333-2200
, NY, NJ, DE, CA
  • 0

ბევრი

(650) 384-6500
Palo Alto, CA