ზურაბ აბაშიძე ზახაროვას განცხადებაზე - დიახ, საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ყველამ პატივი უნდა სცეს მის კანონმდებლობას
დიახ, საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ყველამ პატივი უნდა სცეს მის კანონმდებლობას, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
„დისკუსიაში შესვლის გარეშე, მხოლოდ მოკლედ ვიტყვი - დიახ, საქართველო სუვერენული ქვეყანაა და ყველამ პატივი უნდა სცეს მის კანონმდებლობას. ვფიქრობ, რომ ამ თემის ირგვლივ ზედმეტი აჟიოტაჟის შექმნა არ არის საჭირო“, - განაცხადა აბაშიძემ. მისივე თქმით, ჯერჯერობით არ აქვთ ინფორმაცია, ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე.
„ჩვენ ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ უხელმძღვანელებს რუსეთის ფედერაციის დელეგაციას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მომავალ სხდომაზე, რომელიც მაისში გაიმართება თბილისში. ჩვენი საგარეო უწყება ატარებს ამ სხდომასთან დაკავშირებით მოსამზადებელ სამუშაოებს. საკითხების შეთანხმება მიმდინარეობს ევროპის საბჭოს შესაბამის სტრუქტურებთან. მაისამდე ჯერ საკმაოდ ბევრი დროა.
მოგეხსენებათ, საქართველო წელს გახლავთ ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა, რაც დიდი პატივია და დიდი ვალდებულებაც, ჩვენ უნდა დავიცვათ ყველა ის სტანდარტი, რაც გათვალისწინებულია ამ საერთაშორისო ორგანიზაციის წესდების მიერ“, - აღნიშნა აბაშიძემ.
შეგახსენებთ, რომ მარია ზახაროვა ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოში რუსეთის დელეგაციის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სუვერენულ სახელმწიფოში არაფერი უნდა იცვლებოდეს სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელთა ჩასვლით ან არჩასვლით. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ იქ რაღაც ისე არ არის. ზახაროვას თქმით, რუსეთი საქართველოს აღიქვამს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს თავისი ინტერესებით.